7
საერთაშორისო ანტიკური წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა წარმოადგენს
  • საერთაშორისო ანტიკური წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა წარმოადგენს

    ცისნამი საყვარლიშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტს აქვეყნებს.

    გამარჯობა მეგობრებო,
    როგორ ხართ?
    მე მოგიყვებით ძალიან საინტერესო და ასევე გულსატკენ ამბავს.
    7-10 მარტის ფარგლებში ნიუ-იორკში, კერძოდ პარკ ავენიუზე, Park Avenue Armory-ში, საერთაშორისო ანტიკური წიგნების, რიგით 59-ე გამოფენა-გაყიდვა ტარდება, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა იღებს მონაწილეობას. ერთი საათი ვიბოდიალე წიგნებში და გულისფანცქალით ვეძებდი ქართული წიგნების კუთხეს და ჰოი, საოცრებავ რას გადავაწყდი. ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის დილერი წარმოადგენს საქართველოს ერთი გაცრეცილი, დაძველებული წიგნით, რომელსაც სათაური ასეთი აქვს, #მემარცხენეობა. მეორე წიგნი ინგლისურ ენაზეა და საქართველოს შესახებაა, 59 დოლარი ღირს. ის ძველი ქართული წიგნი თაროზე გადაკარგულ ადგილას იდო და მე ჩამოვაღებინე.
    ამ კომპანიას რეკლამას არ გავუწევ და მასზე არ დავწერ, თურმე თბილისშიც აქვს დიდი წიგნების მაღაზია.
    კითხვაზე: რას ეუბნებით მყიდველს, დამთვალიერებელს საქართველოს შესახებ, თუ ამ წიგნით დაინტერესდებიან?
    პასუხი: საქართველო დიდი კულტურის მატარებელი ქვეყანაა. ამას მეუბნება რუსი, რომელსაც ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 25 % ოკუპირებული აქვს.
    სად არის ჩვენი დიდი შოთას "ვეფხისტყაოსანი"? რატომ ვერ ვხედავ ქართული წიგნის კუთხეს? საქართველოს მთავრობა | Government of Georgia, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შავი ჯიპები მოიკელით და საქართველო ასეთი დონის საერთაშორისო ღონისძიებებზე წარადგინეთ. განა ვეფხისტყაოსანზე დიდებული წიგნი არსებობს მსოფლიოში?
    გულდაწყვეტილმა იტალიური წიგნის კუთხეს მივაკითხე. იტალიელ წარმომადგენელს იტალიურად გავესაუბრე, დანტე ალიგიერის "ღვთაებრივი კომედიის" უძველესი გამოცემა ვნახე და გული ვიჯერე.
    დანარჩენი კი თქვენ თქვით.

    საერთაშორისო ანტიკური წიგნების გამოფენა-გაყიდვაზე საქართველოს ოკუპანტი ქვეყანა წარმოადგენს


    479 ნახვა