7
ქართული კულტურის ცენტრ - "ფესვებს" ამერიკელი მწერალი ესტუმრება
  • ქართული კულტურის ცენტრ - "ფესვებს" ამერიკელი მწერალი ესტუმრება

    შაბათს, 16 მარტს, 4 საათზე, ქართული კულტურის ცენტრს "ფესვებს" ბრუკლინში ესტუმრება ლათინო-ამერიკელი მწერალი - სილვანა პატერნოსტრო, რომელმაც ახლახანს გამოსცა წიგნი გაბრიელ გარსია მარკესზე. სილვანა ისაუბრებს მარკესის შესახებ, მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. შეხვედრა გაიმართება დიალოგის რეჟიმში და შეგიძლიათ პირადად დაუსვათ კითხვები მას, ასევე შეიძინოთ მისი წიგნი, "Solitude & Company” მწერლის ავტოგრაფით.
    ძალიან ლამაზი საღამო იქნება და ქართველ ემიგრანტ ბავშვებს შანსი ეძლევათ უფრო მეტი გაიგონ მსოფლიოში ცნობილი და ყველასათვის საყვარელი მწერლის შესახებ.
    დასწრება თავისუფალია და გელოდებით ყველას, შემდეგ მისამართზე: 70 Avenue O, Brooklyn, NY 11204.
    შეხვედრის ორგანიზატორია: ცისნამი საყვარლიშვილი და ძვირფასი ქალბატონი შორენა ბარბაქაძე.
    მადლობა Vano Snoveli, Pesvebi NY (ფესვები)-ს ინტერესისთვის.
    ვიმეგობროთ წიგნებთან და მხატვრულ ლიტერატურასთან.

    პატივისცემით, ცისნამი საყვარლიშვილი

    ქართული კულტურის ცენტრ - "ფესვებს" ამერიკელი მწერალი ესტუმრება
    273 ნახვა
    10-03-2019, 17:16