7
ჩიზქეიქი - კაფე „პიატოს“ შეფ-მზარეულისგან
  • ჩიზქეიქი - კაფე „პიატოს“ შეფ-მზარეულისგან

    ინგრედიენტები
    ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - 250 გ
    კარაქი - 100 გ
    მასკარპონე ან სხვა კრემ-ყველი - 800 გ
    შაქარი - 170 გ
    კვერცხი - 3 ცალი
    ფქვილი - 40 გ
    სიმინდის სახამებელი - 40 გ
    ვანილი - 10 გ
    ნაღები - 300 მლ

    მომზადების წესები
    დავფშვნათ ქარხნული ნამცხვარი ("პეჩენია") და ნელ-ნელა დავუმატოთ წინასწარ გამდნარი კარაქი. კარგად ავურიოთ იქამდე, სანამ ერთგვარი მასა არ გახდება და ფორმაში ერთ სისქეზე გავშალოთ. სანამ სხვა პროცედურებს დავასრულებთ, შევინახოთ ეს მასა მაცივარში, რომ გამაგრდეს.
    ავიღოთ მდნარი ყველი და მიქსერით შაქართან ერთად დაბალ სიჩქარეზე ავთქვიფოთ 2- 3 წთ, დავუმატოთ 3 კვერცხი და ავთქვიფოთ დაბალ სიჩქარეზე. როცა მასა გაიხსნება და გახდება ერთგვარი, ვუმატებთ ფქვილს, სიმინდის სახამებელს და 10 გ ვანილს. ისევ ვურევთ და ნელ-ნელა ვუმატებთ საკონდიტრო ნაღებს. შემდგომ ამ მასას ვასხამთ ფორმაში, სადაც ძირი უკვე გამაგრებულია და ვდგამთ ღუმელში 140 გრადუსზე 1 სთ და 20 წუთით.
    113 ნახვა
    11-03-2019, 00:34