7
დაქალის ბლოგი: როგორ მოვიზიდოთ ფული? - 5 სწრაფი და მარტივი მეთოდი
  • დაქალის ბლოგი: როგორ მოვიზიდოთ ფული? - 5 სწრაფი და მარტივი მეთოდი

    "ჩემო ფანჯარავ, ჩემო მშვენიერო, შენ გამტარი ხარ და შემოატარე ბედნიერება ჩემს სახლში!" - ამბობს ლიკა და თან დიდი გულმოდგინებით წმენდს ფანჯარას. -მგონი, ჩვენმა დაქალმა კაცების მარაგი ამოწურა და უსულო საგნების შეყვარებაზე გადავიდა, - სიცილით ჩამჩურჩულა ნინიმ.
    - თქვენ იცინეთ და მე კი ჩემი წარმატებისკენ ვიკვლევ გზას, - ამაყად გადმოგვხედა სამზარეულოს სკამზე შემდგარმა ლიკამ და ფანჯრის წმენდა განაგრძო.
    ლიკას რაღაც საიტზე სტატია უნახავს, რომელშიც წარმატების მისაზიდი საშუალებები ეწერა. ერთ-ერთი ყოფილა ფანჯრის გაწმენდა და მაგიური სიტყვების წარმოთქმა: "ბედნიერებავ და წარმატებავ, შემოფრინდით ჩემს სამყოფელში!" ნეტავ, განახათ სკამზე შემდგარი, ბენდენით თავწაკრული ლიკა, შამანივით რომ პუტუნობს შელოცვისმაგვარ ფრაზებს.
    თითქმის, ხუთი წელია, ლიკას ვიცნობ. ის სულ ამბობდა, რომ სიყვარულში არ უმართლებს, რადგან კარიერისტია. "მამაკაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ," "წარმატებულ ქალთან საქმის დაჭერას ერიდებიან" და კიდევ ბევრი ფრაზა ჰქონდა ლიკას ქალურ ჟურნალებში წაკითხულ-გაზეპირებული. კარიერისტი ქალის იმიჯს მაშინ ირგებდა, როცა სამსახური ჰქონდა. ამით უძებნიდა გამართლებას თავის წარუმატებელ რომანებს. დაქალებიც, რა თქმა უნდა, ყველაფერში ვეთანხმებოდით და არაერთხელ გაგვიკენწლავს მამაკაცები, რომლებიც ლიკას შორდებოდნენ ან ლიკა შორდებოდა.



    ორი კვირის წინ ლიკა სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს პერიოდი სადაქალომ რთულად გადავიტანეთ. ლიკა სამი დღის განმავლობაში, დილიდან საღამომდე, ფარდაჩამოფარებულ ოთახში იჯდა, ჩიფსებს ჭამდა, მზესუმზირას აკნატუნებდა, საშინელებათა ფილმებს უყურებდა და ეძინა, ბეევრი ეძინა. 

    Astrologia

    ნინის "ჩელენჯმა" ზოდიაქოზე ცოტათი გაახალისა, მაგრამ მაინც დეპრესიაში რჩებოდა. ამიტომაც გაგვიკვირდა მე და ნინის, ფანჯრის გასაწმენდად დილაადრიან წამოფრენილი ლიკა რომ დავინახეთ.
    როგორც იქნა, შელოცვა დაამთავრა და სკამიდან ჩამოხტა.
    - ახლა მეორე საქმე, - საქმიანად ჩაილაპარაკა და გვკითხა, მწვანე ფურცელი თუ გვქონდა სახლში.
    - საიდან გვექნება, მოსწავლეები ხომ არ ვართ! რად გინდა ფურცელი, თანაც მწვანე? - ცნობისმოყვარედ იკითხა ლიკამ.
    - იმ საიტზე წავიკითხე, ფულის პრობლემას მომიგვარებს.
    ბინის ქირა გვაქვს გადასახდელი და ფულთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება რომ გაიგონა ნინიმ,





    დაბზრიალდა და ხასხასა მწვანე ფერის პატარა ჩასანიშნი ფურცელი მოურბენინა ლიკას.
    ლიკამ მაკრატელი მოიმარჯვა. ინტერესით ველოდით, რას მოიმოქმედებდა. ფურცელი შუაზე გაჭრა, 100$ დააწერა, აკოცა და შემოსასვლელის კარადის თაროზე შემოდო. კიდევ სამი ასეთი ქაღალდის ფულის პროვოკაცია დაამზადა და ისინიც სახლის სხვადასხვა თაროზე მოათავსა.
    - ეგ იმას ნიშნავს, რომ 400$-ს ველოდებით? - ცინიკურად იკითხა ლიკამ და ნინის გადახედა.
    - დიახ, საიტზე ასე წერია, - სრულიად დარწმუნებულმა მიუგო ლიკამ.
    ლიკამ იმდენჯერ ახსენა საიტი, დავინტერესდით, სხვა საიტებიც დავიარეთ და ფულის მოსაზიდად ყველაზე გავრცელებული საშუალებები შევკრიბეთ.
    დაქალებმა ჩავთვალეთ, რომ ეს ხუთი მეთოდი ყველაზე ადვილი და სასიამოვნო შესასრულებელი იქნებოდა და გადავწყვიტეთ, ხუთივე მოვსინჯოთ.
    ერთ-ერთ საიტზე ეწერა: მაგიდაზე არასოდეს დადოთ გასაღები და ქუდიო, - ამის წაკითხვა და ლიკას შეკივლება ერთი იყო. მისაღების მაგიდას დაწვდა და სასწრაფოდ აიღო მანქანის გასაღები.
    - უჰ, თურმე, ამის ბრალი ყოფილა! - თქვა და შვებით ამოისუნთქა.
    მე და ნინის გულიანად გაგვეცინა, ლიკა დარწმუნებულია, რომ სწორედ იმ მაგიდაზე დადებული გასაღების ბრალია ჩვენი ფინანსური პრობლემები.
    მალევე ცოცხების გამყიდველი კაცის ხმა შემოგვესმა "ცოცხი, ცოცხიიი"-ო და ლიკა კიბეებზე დაეშვა. ერთკვირიან ვადას ვიღებთ და
    ვნახოთ, რამდენად გაამართლებს ფულის მოსაზიდი სახალხო მეთოდები.
    თუ თქვენც ცდით (ან აქამდე გიცდიათ), შედეგები გაგვიზიარეთ. ასე მეც მეშველება, ლიკასაც, ნინისაც და ტრიფონიასაც!



    წყარო: astrologi.ambebi.ge
    137 ნახვა
    11-03-2019, 00:42