7
შემწვარი გუფთები კარტოფილის პიურეს გარნირით
  • შემწვარი გუფთები კარტოფილის პიურეს გარნირით

    ინგრედიენტები
    ღორის ხორცი - 200 გ
    საქონლის ხორცი - 200 გ
    ხახვი - 2 თავი
    ნიორი 4-5 კბილი
    ხმელი ქონდარი - 1/2 ჩ/კ
    ტომატი ან ახალი პომიდორი (გახეხილი) - 1 ს/კ
    მარილი და პილპილი
    ზეთი
    პიურე გარნირად

    მომზადების წესები
    ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, წვრილად დავჭრათ ხახვი, გავხეხოთ ნიორი და
    დავუმატოთ გატარებულ ხორცს. შევანელოთ ტომატით, ქონდრით, მარილით, პილპილით და ხელით კარგად ვზილოთ დაახლოებით 10 წთ. ღუმლის ტაფაში ჩავაფინოთ ფოლგა, დავაწყოთ ხორცის პატარა ბურთები, მოვასხათ ზეთი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე
    25-30 წთ. მივირთვათ კარტოფილის პიურესთან ერთად.

    ჟურნალი "გემრიელი" (ივნისის ნომერი)
    196 ნახვა
    13-03-2019, 00:18