7
ორცხობილა "ლენინგრადი" - ბავშვობის მოგონება
  • ორცხობილა "ლენინგრადი" - ბავშვობის მოგონება

    ინგრედიენტები
    ცომი:
    წყალი - 1/2 ჭიქა
    რძე - 1/2 ჭიქა
    კარაქი - 150 გ
    ფქვილი - 150 გ
    კვერცხი - 4 ცალი
    მზა ცომი - 2 ფენა
    კრემი:
    რძე - 500 მლ
    კვერცხი - 2 ცალი
    ყავისფერი შაქარი - 1 ჭიქა
    ფქვილი - 4 ს/კ
    ვანილი

    მომზადების წესები


    დავიწყოთ ცომის მომზადება. ამისათვის, ავადუღოთ რძე და წყალი ერთად. როდესაც გაცხელდება, დავუმატოთ კარაქი და ადუღების შემდეგ გაზქურიდან გადმოვდგათ.


    пирожное ленинградское слоёно-заварное


     


    ამის შემდეგ ვუმატებთ ფქვილს, გაითვალისწინეთ, რომ ფქვილი ნელ-ნელა უნდა დავამატოთ , რათა ერთიანი მასა მივიღოთ. ახლა კი დროა, ამ მასას დავუმატოთ კვერცხი. ცომი უნდა იყოს ელასტიკური.


     


    пирожное ленинградское слоёно-заварное


     


    აიღეთ, მზა ცომი ( 30 სმ ზომის) და დაჭერით პატარა ნაჭრებად (10 სმ).


     


    пирожное ленинградское слоёно-заварное


     


    მზა ცომის თითოეული ნაჭრის ცენტრში მოათავსეთ ცომი,რომელიც უკვე მოვამზადეთ. თითოეულს მიეცით კონვერტის ფორმა, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 50-60წთ.


    пирожное ленинградское слоёно-заварное


     


    ახლა დროა, მოვამზადოთ შიგთავსი. აურიეთ შაქარი,ვანილი,კვერცხი და ფქვილი. ნელ-ნელა დაუმატეთ რძე. ეს მასა შედეთ მიკროტალღურ ღუმელში 3 წუთით უმაღლეს ტემპერატურაზე,ან გაზქურაზე,ოღონდ გაითვალისწინეთ,რომ ხშირად უნდა ურიოთ. შემდეგ გააციეთ, დაუმატეთ გამდნარი კარაქი და მიქსერის დახმარებით კარგად აურიეთ.


     


    пирожное ленинградское слоёно-заварное


     


    ორცხობილები მორთეთ კრემით, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.


    пирожное ленинградское слоёно-заварное



    69 ნახვა
    17-03-2019, 00:58