7
რატომ იზიდავთ ერთი ტიპის მამაკაცებს და როგორები არიან ისინი სინამდვილეში? - ჰოროსკოპის მიხედვით
  • რატომ იზიდავთ ერთი ტიპის მამაკაცებს და როგორები არიან ისინი სინამდვილეში? - ჰოროსკოპის მიხედვით

    შეგინიშნავთ, რომ ერთსა და იმავე ინტერესის, სტილის, ზოდიაქოს და ზოგჯერ გარეგნობის - მაგალითად, ქერა ან შავგრემან - მამაკაცებს აღუძრავთ ინტერესს? გადახედეთ თქვენს ყოფილ შეყვარებულებს და აღმოაჩენთ, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. არ გეგონოთ, რომ ყოველ მათგანში პირველ სიყვარულს ეძებდით. საქმე ისაა, რომ ყველაფერს თქვენი ენერგეტიკა განსაზღვრავს, შესაბამისად, არსებობს ადამინთა ტიპები, რომელსაც თქვენი ზოდიაქო განსაკუთრებულად იზიდავს.

    ვერძი

    ვერძები იმპულსურები და მოუთმენლები არიან, მათ უშრეტი ენერგია ამოძრავებთ. ერთ ადგილას მშვიდად ვერ ჩერდებიან, ურჩევნიათ ადგილები და სიტუაციები სწრაფ-სწრაფად გამოიცვალონ. როგორც უნდა გაგიკვრიდეთ, იზიდავთ მშვიდ, წყნარ, გაწონასწორებულ და თავშეკავებულ მამაკაცებს. ეს კაცები გამოირჩევიან მოთმინებითა და დიპლომატიით.


    კურო

    კურო არის პრაქტიკული ქალი, რომელსაც კარგად ესმის, როგორ სამყაროში ცხოვრობს. არც ერთი ტიპის მამაკაცისთვის ხართ სასურველი ისე, როგორც მატერიალისტისთვის. მამაკაცები, რომლებიც თქვენ მოხიბვლას ცდილობენ, მოჯადოებული არიან თქვენი გემოვნებით, ვარცხნილობით, სამოსით, თავის მოვლის რუტინით - რომელიც, რა თქმა უნდა, პირდაპირპროპორციულად აისახება თქვენს გარეგნობაზე. ყველაზე მეტად კი აფასებენ თქვენს რაციონულობასა და ლოგიკურობას.



    ტყუპი

    თქვენი უწყვეტი ცვალებადობა კაცებს უქმნის წარმოდგენას, რომ ერთ სხეულში გაერთიანებული ორი ქალი ხართ. ძალიან ცნობისმოყვარე ბრძანდებით, მუდმივად რაღაცას იკვლევთ, საინტერესოდ საუბრობთ და მზად ხართ თავგადასავლებისთვის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ინტროვერტებს მაგნიტივით იზიდავთ. საკუთარ თავში ჩაკეტილ მამაკაცებს კომუნიკაბელური ქალები მოსწონთ, რადგან მათ გვერდით უხერხული სიჩუმე იშვიათად თუ ჩამოვარდება. თქვენთან ურთიერთობისას ისინი ანგრევენ ნაჭუჭს და სოციალურად აქტიურები ხდებიან.



    კირჩხიბი

    პაწუკა, ბუტია კირჩხიბო, როგორ მონდომებით ცდილობ სამყაროს შენი რეალური გრძნობები საგულდაგულოდ დაუმალო! იმის მიუხედავად, რომ კირჩხიბები ძლიერები ხართ, კაცებს თქვენი დაცვის სურვილს უჩენთ, რასაც თქვენივე მზრუნველი ბუნება განაპირობებს. თქვენკენ გმირები მოილტვიან! ამ ტიპის კაცები მზად არიან ჩაიდინონ ზუსტად ის, რასაც მხოლოდ წიგნებსა თუ ფილმებში შეხვდებით. ასევე, ისინი კარგად ერკვევიან ფსიქოლოგიაში და ხვდებიან რამდენად საინტერესოა თქვენი გონებისა და სულის გამოკვლევა.



    ლომი

    იშვიათად შეხვდებით თქვენზე თავდაჯერებულ ქალს! ოთახში შესვლისთანავე ყურადღებას იქცევთ თქვენი ბრწყინვალებით! თქვენი ამოცნობა სიარულის მანერითაც კი შეიძლება. თქვენკენ მოისწრაფვიან ჩამოყალიბებული მამაკაცები, რომლებმაც ზუსტად იციან, რა სურთ ქალისგან და ცხოვრებისგან. მათ შეგვიძლია ,,სოციალური პეპელა“ ვუწოდოთ - ყურადღებას იქცევენ, როგორც ჭყეტელა პეპლები; არ ჩერდებიან დიდხანს ერთ პარტნიორთან (თუმცა, თუ შეუყვარდებათ, დედოფალივით მოექცევიან რჩეულს). დიახ, სწორად მიხვდით, მექალთანეები არიან და, როგორც პეპელა ყვავილიდან ყვავილზე, ისე გადაფრინდებიან ხოლმე ლამაზი ქალიდან უფრო ლამაზზე.



    ქალწული

    ბედის ირონიაა, მაგრამ დისციპლინის მოყვარულ, რეჟიმის მკაცრად მიმდევარ ქალწულს ქაოსური კაცები დასდევენ. ისინი, ვინც ზუსტად არასდროს იციან, რა სურთ, რატომ, როგორ, რას მოიმოქმედებენ. ეს კაცები ხშირად ,,დღევანდელი დღით“ ცხოვრობენ. გამოირჩევიან სპონტანური გადაწყვეტილებებით, არასდროს ადგენენ გეგმებს, მთელ ფულს ხარჯავენ სასმელზე, გართობასა და მოგზაურობაზე.


    სასწორი

    სასწორი ვერასდროს იქნება ბედნიერი, თუ პირად ცხოვრებას არ მოიწყობს. თქვენ გჭირდებათ მამაკაცი, რომელიც გონებასა და გულში შემოგიძვრებათ და გაიგებს, რაზე ფიქრობთ, რაზე დარდობთ, რა გესიზმრებათ, რაზე ოცნებობთ. ნაცვლად ამისა, თქვენ სიახლოვეს დაძრწიან ცინიკოსები. მართალია, ამ კაცებს საშინლად მწარე
    ენა და შავი იუმორი აქვთ, მაგრამ ხშირად მჭრელი სიტყვების მიღმა დაღონებულ სულს მალავენ. მათ არ იციან, როგორ ებრძოლონ სამყაროში გამეფებულ უსამართლობას და ფარული აგრესია იპყრობთ.



    მორიელი

    ვნებიანო მორიელო, ერთი დიდი ნაკლი გაქვს, საკუთარ გონებაში იჭედები - ისე იკარგები, თითქოს ფიქრთა ლაბირინთში მოხვდი. გაგიმართლა, სწორედ ისეთ კაცებს იზიდავ, რომლებსაც სურთ, რომ ხელი მოგკიდონ და შენივე თავისგან გაგათავისუფლონ! მსგავსი კაცები გამოირჩევიან თანაგრძნობის უნარით და ლამის მაგიურად ფლობენ ნუგეშისცემის ხელოვნებას.

    მშვილდოსანი

    მშვილდოსნებით ინტერესდებიან მამაკაცები, რომლებსაც სიცოცხლისადმი ლტოლვა არასდროს უნელდებათ. მათ ვერ დასვამ კაბინეტში და ვერ აიძულებ რუტინული სამუშაოს შესრულებას. მსგავს კაცებს პასუხისმგებლობის გრძნობა, ცოტა არ იყოს, დაქვეითებული აქვთ, ამიტომ რთულია თვალდახუჭული მინედო, სამაგიეროდ, ძალიან მხიარულები არიან და არასდროს მოგცემენ მოწყენის საშუალებას.



    თხის რქა

    თხის რქა ქალს ძალიან აქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა, შეუძლია თავიდან ბოლომდე ჩაიძიროს საქმეში და ვერავინ გადაახვევინებს სამოქმედო გეგმიდან. თხის რქები სწრაფად ექცევიან მწვერვალებზე. თქვენ დაუოკებელ ინტერესს უღძრავთ აზარტულ მამაკაცებს, დიდი ეგოთი. მათ სურთ, რომ თავიანთი უპირატესობა დაგანახონ, ყოველთვის გაჯობონ საქმეში, რომელსაც შეეჭიდებით, ამიტომ დიდი ალბათობით, სამსახურში ყველაზე მეტი თაყვანისმცემელი გყავთ.



    მეწრყული

    ინტელექტუალურ, საქმეზე ორიენტირებულ მამაკაცებს იზიდავთ, რადგან სამყაროზე ახალ ხედვას სთავაზობთ და არ არსებობს თემა, რომელზეც გატაცებით ვერ ისაუბრებთ. კაცები, რომლებიც თქვენ დაპყრობას ცდილობენ, პატივს გცემენ არა მარტო, როგორც სასიამოვნო გარეგნობის, ჭკვიან ქალს, არამედ რეფორმატორს, რომელსაც სხვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია.



    თევზები

    თევზებო, ტკბილ ლუკმას ჰგავხართ, რომელსაც ყოელთვის ბოლოს მიირთმევენ. თქვენ ხართ იდეალური ქალი ხელოვანი მამაკაცებისთვის, ამიტომ ყველა ის ადამიანი, რომელიც თქვენდამი ინტერესს ამჟღავნებს ან სიყვარულს გეფიცებათ, ეჭვშეუტანლად, კრეატიულია და საუცხოო წარმოსახვის უნარი აქვს!
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    138 ნახვა
    17-03-2019, 01:08