GOGA.TV
როგორ ხვდებიან ზოდიაოქოს ნიშნები წარუმატებლობას და ცხოვრებისეულ სირთულეებს
  • როგორ ხვდებიან ზოდიაოქოს ნიშნები წარუმატებლობას და ცხოვრებისეულ სირთულეებს

    შტრი­ხე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად ხვდე­ბი­ან ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებს და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას. ამი­ტომ ზო­გი­ერთს თუ ღრმა დეპ­რე­სია ეუფ­ლე­ბა მა­შინ, როცა მისი გეგ­მე­ბი გა­რე­მო­ე­ბა­თა მსვლე­ლო­ბის გამო აბ­სო­ლუ­ტურ კრახს გა­ნიც­დის, ვი­ღაც პი­რი­ქით – სტი­მულს და წინსვლის აზრს პო­უ­ლობს ზუს­ტად იმა­ში, რომ ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი დაძ­ლი­ოს და ბე­დის­წე­რა სა­თა­ვი­სოდ შე­მო­ატ­რი­ა­ლოს. ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, იმის მი­ხედ­ვით თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნი­თაა და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, მარ­ტი­ვია და­ვად­გი­ნოთ ისიც, თუ რო­გორ ახერ­ხებს იგი გა­უმკლავ­დეს უიღ­ბლო­ბას...

    ვერ­ძე­ბის დიდი ნა­წი­ლი ულე­ვი ოპ­ტი­მიზ­მის პატ­რო­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, სირ­თუ­ლე­ე­ბი ვერძს დრო­ე­ბით ამუხ­რუ­ჭებს, თუმ­ცა მიზ­ნის­კენ სა­ვა­ლი გზი­დან ამ ხალ­ხს ვე­რა­ვინ აი­ძუ­ლებს გა­დახ­ვე­ვას.

    კუ­რო­ე­ბი ვერ იტა­ნენ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბებ­სა და სი­ურპრი­ზებს, ამი­ტომ მათ უმე­ტე­სობს სირ­თუ­ლე­ე­ბი აბ­ნევს, თუმ­ცა არამ­ცდა­ა­რამც არ აში­ნებს. პი­რი­ქით, უფრო პრინ­ცი­პუ­ლად გა­ნაგ­რძო­ბენ ისი­ნი სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის დაც­ვას.

    ტყუ­პი ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სირ­თუ­ლე­ებს ემო­ცი­უ­რი და ხში­რად აგ­რე­სი­უ­ლი გა­მო­ძა­ხი­ლით ხვდე­ბა. მან შე­იძ­ლე­ბა იჩხუ­ბოს, იდა­ვოს, და­ი­მუქ­როს, რომ "ქვას, ქვა­ზე არ და­ტო­ვებს და ა.შ." თუმ­ცა, მე­ო­რე დღეს რა­ი­მე ახალ ინ­ტე­რესს იპოვ­ნის აუ­ცი­ლებ­ლად და წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­ზე ფიქ­რიც შარ­შან­დე­ლი თოვ­ლი­ვით და­ა­ვი­წყდე­ბა.

    კირჩხი­ბის­თვის გეგ­მე­ბის ჩაშ­ლა და მიზ­ნის­კენ სა­ვალ გზა­ზე პრობ­ლე­მე­ბის წარ­მო­შო­ბა ხში­რად ხდე­ბა მძაფ­რი დეპ­რე­სი­ის ან პა­ნი­კის მი­ზე­ზი. თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც იგი ერთ პირს კარ­გად მო­ი­ტირ-მო­ი­წუ­წუ­ნებს და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­მო­ი­ტი­რებს სა­კუ­თარ უბე­დო­ბას, ახა­ლი ძა­ლე­ბით და ძვე­ლი შე­მარ­თე­ბით შე­ეც­დე­ბა სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვას.

    ლო­მის­თვის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა რო­გორც ასე­თი ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს... ამ სი­ტყვის დე­ფი­ნი­ცია მას არც ეს­მის და არც სცნობს მის არ­სე­ბო­ბას. ლომი ყო­ველ­თვის მარ­თა­ლი, ამა­ყი და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი. თან არ და­გა­ვი­წყდეთ, ერთი ბრძო­ლის წა­გე­ბა არ გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ მან ომიც წა­ა­გო... გწამ­დეთ! ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს!

    ქალ­წუ­ლი აღ­მერ­თებს და­გეგ­მილ და "უსი­ურპრი­ზო" ცხოვ­რე­ბის წესს. ამი­ტომ მის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი დის­კომ­ფორ­ტია, როცა გეგ­მე­ბის შეც­ვლა ევა­ლე­ბა. თუმ­ცა, მისი დე­ტა­ლე­ბი­სად­მი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლო­ბის უნა­რი ეხ­მა­რე­ბა იმა­ში, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა "და­ა­ნა­წევ­როს" და სტრა­ტე­გი­უ­ლად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მო­აგ­ვა­როს იგი.

    სას­წო­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ზე წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა და მო­უ­ლოდ­ნე­ლი უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი ხში­რად დამ­ღუპ­ვე­ლად მოქ­მე­დებს. ასეთ დროს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი სას­წო­რი, ქა­ო­სუ­რი ხდე­ბა... იწყებს რჩე­ვე­ბის თხოვ­ნას და ურ­თი­ერ­თსა­პი­რის­პი­რო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მოს­მე­ნას თე­მა­ზე... რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად მხო­ლოდ მისი პრინ­ცი­პუ­ლი ქმე­დე­ბე­ბით შე­იძ­ლე­ბა გა­და­იჭ­რას.

    მო­რი­ე­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა და მარ­ცხი არა­თუ თრგუ­ნავს, პი­რი­ქით – ახა­ლი გმი­რო­ბის­კენ უბიძ­გებს. ამ ადა­მი­ა­ნებს გა­სა­ო­ცა­რი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა გა­აჩ­ნი­ათ. ამი­ტომ წა­ურ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვა ეხ­მა­რე­ბათ სი­ტუ­ა­ცი­ის უშეც­დო­მო ანა­ლი­ზი­ში, რის ხარ­ჯზეც ახერ­ხე­ბენ ნე­ბის­მი­ე­რი მოვ­ლე­ნა სა­თა­ვი­სოდ შე­მო­ატ­რი­ა­ლონ და სარ­გე­ბე­ლი ნა­ხონ.

    მშვილ­დოს­ნებს იმ­დე­ნად დიდი დო­ზით მო­ე­პო­ვე­ბათ ოპ­ტი­მიზ­მი ხა­სი­ათ­ში, რომ გა­მო­რი­ცხუ­ლია, რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბამ დიდი ხნით გა­მო­იყ­ვა­ნოს მწყობ­რი­დან. ის, რა თქმა უნდა, აფეთ­ქდე­ბა, რო­გორც ჭეშ­მა­რი­ტი ცე­ცხლის ნი­შა­ნი, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში სი­ტუ­ა­ცი­ას მას­შტა­ბუ­რად შე­ხე­დავს და ჩათ­ვლის, რომ სო­მა­ლე­ლი ბავ­შვე­ბის გლო­ბა­ლურ შიმ­ში­ლო­ბას­თან შე­და­რე­ბით მისი პრობ­ლე­მე­ბი არ­სად მო­სა­ტა­ნი არაა.

    თხის რქე­ბი ბუ­ნე­ბით მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან. თხის რქას უყ­ვარს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის და­გეგ­მვა-ორ­გა­ნი­ზე­ბა. ამი­ტომ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა მას სე­რი­ო­ზულ დეპ­რე­სი­ა­ში აგ­დებს. ამა­ში კი ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მის­თვის თან­და­ყო­ლილ პე­სი­მის­ტურ ხა­სი­ათს მი­უ­ძღვის.

    მერ­წყუ­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­საც და წარ­მა­ტე­ბა­საც ფი­ლო­სო­ფი­უ­რად ეკი­დე­ბა. მის­თვის ერ­თიც და მე­ო­რეც სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა მსოფ­ლიო დო­ნის, გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე და­სა­ფიქ­რებ­ლად. ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის გრძნო­ბა არა­სო­დეს გა­აჩ­ნია თავს და­ტე­ხი­ლი უიღ­ბლო­ბის გამო.

    თევ­ზე­ბი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბას რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რივ, ყო­ველ­დღი­ურ სი­ტუ­ა­ცი­ას ისე აღიქ­ვამს. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას ნაკ­ლე­ბად სჯე­რა იმის, რომ მარ­ტო შე­უძ­ლია მი­აღ­წი­ოს წარ­მა­ტე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი მისი გეგ­მე­ბი გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იბ­ლო­კე­ბა, თევზს კი­დევ ერთი მი­ზე­ზი მი­ე­ცე­მა ცხოვ­რე­ბის უსა­მარ­თლო­ბა­ზე სა­წუ­წუ­ნოდ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    71 ნახვა
    8-05-2022, 14:44