7
ნამცხვრი „ზებრა“ - რეცეპტი ბებიას სკივრიდან
  • ნამცხვრი „ზებრა“ - რეცეპტი ბებიას სკივრიდან

    ინგრედიენტები
    არაჟანი - 40 მლ
    კარაქი - 100 გ
    შაქარი - 1 ჭიქა
    კვერცხი - 2 ცალი
    ფქვილი - 1,5 ჭიქა
    კაკაო - 2 ს/კ
    გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
    შოკოლადი - მოსასხმელად

    მომზადების წესები
    შაქარი და კვერცხები ავთქვიფოთ გათეთრებამდე. დავუმატოთ გამდნარი და შეგრილებეული კარაქი და არაჟანი.
    დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მასა გავყოთ ორ ტოლ ნაწილად, ერთს შევურიოთ კაკაო. საცხობ ფორმაში დავაფინოთ
    ქაღალდი და თითო კოვზის მონაცვლეობით ჩავასხათ ნამცხვრის მასა. გამოვაცხოთ 30 წთ 180 გრადუსზე. მზა ნამცხვარს მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.
    106 ნახვა
    25-03-2019, 00:36