GOGA.TV
9-15 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 9-15 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    ენერგიული და პოზიტიური ხართ. ეცადეთ, ტყუილად არ გაფლანგოთ დრო, რესურსები. საშუალება მოგეცემათ, გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები ახალ საქმეებში. იმატებს რომანტიკული ნაცნობობა; გახშირდება შეხვედრები.

    კურო
    მოვლენები სწრაფად ვითარდება და ეცადეთ, თავადაც გააქტიურდეთ. მომართული უნდა იყოთ საქმეების გაუმჯობესებაზე. ნუ დაივიწყებთ დასვენებას, განმარტოება და სულიერი სიმშვიდე ყოველთვის გჭირდებათ.

    ტყუპი
    გახშირდება კომუნიკაციები. შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები წარსულიდან. გაიჩენთ ახალ ნაცნობებსაც. ანალიტიკური ნიჭის წყალობით შეძლებთ ნებისმიერი უსიამოვნების მოგვარებას და მარტივი გამოსავლის მოძებნას.

    კირჩხიბი
    ავტორიტეტის ამაღლებას შეძლებთ. უამრავი საქმის შესრულებას მოახერხებთ, მაგრამ
    ნურც დასვენებას დაივიწყებთ. პირად ურთიერთობებში უსიამოვნებები რომ არ შეგექმნათ, ფრთხილად გამონათქვამებისას.

    ლომი
    მოერიდეთ უსიამოვნებებს, ურთიერთობების გარჩევას. არ ჩაერთოთ საეჭვო საქმეებში, რაც ავტორიტეტს შეგილახავთ. მეტი დრო დაუთმეთ სამომავლო გეგმების შედგენას, შემოსავლის გაუმჯობესებას.

    ქალწული
    მზად იყავით სასიამოვნო სიახლეებისთვის. მიზანმიმართულად იმოქმედეთ. ახალი საქმეები მხოლოდ გამოცდილ და პროფესიონალ პარტნიორებთან ერთად დაიწყეთ. ამასთან, იყავით დიპლომატიური, ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან.

    სასწორი
    სიზარმაცე შემოგიტევთ და გაფრთხილდით, არ გაიფუჭოთ საქმეები. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, რაც მომავალში გამოგადგებათ. უქმეები ქალაქგარეთ გაატარეთ.

    მორიელი
    მიზანმიმართული და საქმეების გაუმჯობესებაზე ხართ ორიენტირებული. ამასთან, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვერაფერს მიაღწიეთ და ახალი მწვერვალების დაპყრობა განიზრახოთ. აკონტროლეთ ემოციები.

    მშვილდოსანი
    მარტივად მოაგვარებთ ძველ უსიამოვნებებს. ყური დაუგდეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. საყვარელ ადამიანთან არ გირჩევთ კამათს. უქმეები სასარგებლოდ გაატარეთ, ეწვიეთ სპა-სალონს, აუზს.

    თხის რქა
    გადახედეთ, რა გაქვთ გადადებული მომავლისთვის და ეცადეთ, ამ კვირაში დაასრულოთ. წინსვლა გელით კარიერაში. ყველა უსიამოვნო სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ. იყავით მეტად რომანტიკული.

    მერწყული
    მეგობრული დამოკიდებულება გარშემო მყოფებისადმი დაგეხმარებათ, გაიჩინოთ ახალი მეგობრები. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. უქმეები პასიურ დასვენებას, ენერგიის აღდგენას დაუთმეთ.

    თევზები
    პოზიტიური პერიოდი გელით და ეცადეთ, შანსი არ გაუშვათ ხელიდან, რომ გაიუმჯობესოთ სამსახურის საქმეები, პირადი ურთიერთობები, ჯანმრთელობა. შეხვედრები და მგზავრობა სასიამოვნოდ ჩაივლის. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაატარეთ.

    წყარო: marao.ge
    68 ნახვა
    9-05-2022, 14:21