GOGA.TV
9-15 მაისის სილამაზის კალენდარი
  • 9-15 მაისის სილამაზის კალენდარი

    მთვარე მზარდია. კარგია ყველა იმ საქმის დაწყება, რაც ზრდასთან, განვითარებასთანაა კავშირში. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, გადადგით გააზრებული ნაბიჯები. 11 მაისს იუპიტერი, დიდი ბედნიერების პლანეტა, ესტუმრება ვერძის ზოდიაქოს. გაუმართლებთ აქტიურ, თამამ, ამბიციურ ადამიანებს. ვერძებო, გახსოვდეთ, რომ იუპიტერი თქვენს ნიშანში 12 წელიწადში ერთხელ ხვდება და ისარგებლეთ ამ ტრანზიტით, რათა გაიუმჯობესოთ ცხოვრების სხვადასხვა სფერო.

    9 მაისი, მთვარე ლომშია. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით
    მდიდარი პროდუქტები.

    კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები; თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
    ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა, მარილიანი პროდუქტების ჭამა.

    10 მაისი, მთვარე 02:52-ზე ესტუმრება ქალწულს. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.

    კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება, ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
    ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, მუცლის ვარჯიშების შესრულება.

    12 მაისი, მთვარე 10:30-დან სასწორშია. სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი გაგიჩნდებათ. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.

    პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
    მინუსი - მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

    14 მაისი, მთვარე მორიელს ესტუმრება 19:10-ზე. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.

    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება.
    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

    წყარო: marao.ge
    64 ნახვა
    9-05-2022, 14:24