X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ივანიშვილი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის 80 წლისთავს განცხადებით ეხმაურება
  • ივანიშვილი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის 80 წლისთავს განცხადებით ეხმაურება

    „ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი,“ - ამ განცხადებას, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აკეთებს.

    ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის 80 წლისთავს განცხადებით ეხმაურება. ვრცელ განცხადებაში ივანიშვილი წერს, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძოდა და რომელმაც რეალობად აქცია მრავალი თაობის ოცნება - გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, "ტრაგიკულად დაიღუპა ისევ საკუთარი თანამემამულეებისგან დაუნდობლად დევნილი".

    ივანიშვილის თქმით, პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს და ყველაფერს დაერქვას თავის სახელი.
    „აუცილებლად უნდა ითქვას - ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაღუპვის გარემოებები დღემდე გამოუძიებელია, არის ჩვენი ქვეყნის დიდი სირცხვილი. ეს საქმე აუცილებლად და დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. როგორ და რატომ მოხდა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობის აღდგენის გარიჟრაჟზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა ერთიანობა, ამ დროს ჩვენ ერთმანეთს დავერიეთ და ქვეყანა დავანგრიეთ. არ იქნებოდა სწორი გარეშე მტრისთვის ყველაფრის დაბრალება, მტერი ყოველთვის ისე იქცევა, როგორც მტერი უნდა იქცეოდეს, ჩვენ ჩვენი შეცდომები უნდა გავაანალიზოთ და ის მიზეზები მოვძებნოთ, რაც ამ შეცდომების დაშვებას გვაიძულებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

    ზვიად გამსახურდიას ოჯახი 25 წელია, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვს.

    პირველი პრეზიდენტის შვილები პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ და ზვიად გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის ვადის მოხსნას ითხოვდნენ.

    პროტესტის შემდეგ გამსახურდიას შვილებსა და მთავარ პროკურორს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გამოძიების საქმის საგამოძიებო ჯგუფს მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს.
    415 ნახვა
    29-03-2019, 10:05