GOGA.TV
რა სახის წიგნები შევურჩიოთ ბავშვს წასაკითხად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • რა სახის წიგნები შევურჩიოთ ბავშვს წასაკითხად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    აზ­როვ­ნე­ბის დონე უფრო მა­ღა­ლი იყოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მენ­ტა­ლუ­რად სწო­რი გან­ვი­თა­რე­ბა. სა­ა­მი­სოდ, ნე­ბის­მი­ე­რი მშო­ბელ­მა უნდა იზ­რუ­ნოს ბავ­შვის ინ­ტე­ლექ­ტის ამაღ­ლე­ბა­ზე და უკვე პა­ტა­რა ასა­კი­დან შე­აყ­ვა­როს მას წიგ­ნე­ბის კი­თხვა. მარ­თა­ლია, ერ­თობ "კომ­პი­უ­ტე­რი­ზე­ბულ" სა­უ­კუ­ნე­ში ცხოვ­რე­ბა გვარ­გუ­ნა ბედ­მა, მაგ­რამ ამას თა­ვი­სი პლუ­სიც გა­აჩ­ნია - მერ­წყუ­ლის ერა რო­მელ­შიც ჩვენ ვცხოვ­რობთ და ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თაც ამ ერა­ში უხ­დე­ბათ და­ბა­დე­ბა თან­და­ყო­ლი­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უსა­ზღვრო ინ­ტე­ლექ­ტის დო­ნი­თა და ნო­ვა­ტო­რუ­ლი ხედ­ვის უნა­რით და­ჯილ­დო­ე­ბულ პა­ტა­რებს წარ­მო­შობს. თუმ­ცა, მათ­თვის ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია კი­თხვის სიყ­ვა­რუ­ლიც, რათა გა­და­მე­ტე­ბულ­მა კომ­პი­უ­ტე­რულ­მა გავ­ლე­ნამ ამ ბავ­შვებ­ში ზედ­მე­ტად ცივი, რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი და სა­კუ­თარ თავ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დე­ბის წარ­მო­შო­ბას არ შე­უ­წყოს ხელი.

    ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ სა­სურ­ვე­ლია, თქვენს შვილს მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა და წიგ­ნე­ბი მისი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით შე­ურ­ჩი­ოთ.

    ვერძს - ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა წიგ­ნე­ბი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის, გმი­რე­ბის, რა­ინ­დე­ბი­სა და პრინ­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ.

    კურო - აღ­ფრთო­ვან­დე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რით, რო­მე­ლიც ლა­მა­ზად არის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ვი­ზუ­ა­ლუ­რად. ამას­თან ერ­თად, მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა წიგ­ნე­ბი ხელ­გარ­ჯი­ლო­ბის, ძერ­წვის ან მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლის შე­სა­ხებ.

    ტყუპს - ბევ­რი, სხვა­დას­ხვა ში­ნა­არ­სის წიგ­ნი უნდა მო­უ­მა­რა­გოთ, იმი­ტომ რომ ეს ნი­შა­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა მოკ­ლე მო­თხრო­ბე­ბი ან ე.წ. "ხმო­ვა­ნი ზღაპ­რე­ბი".

    კირჩხი­ბი - ემო­ცი­უ­რი და მგრძნო­ბი­ა­რე ბავ­შვია. პა­ტა­რა ასაკ­ში მო­ი­ხიბ­ლე­ბა ზღაპ­რე­ბით, ხოლო სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან და­ინ­ტე­რეს­დე­ბა ის­ტო­რი­უ­ლი მო­თხრო­ბე­ბი­თა და წიგ­ნე­ბით, სა­დაც ის­ტო­რი­ულ პერ­სო­ნა­ჟებ­ზეა სა­უ­ბა­რი.

    ლომს - ძა­ლი­ან ხიბ­ლავს წიგ­ნის ვი­ზუ­ა­ლუ­რი იმი­ჯი, ამი­ტომ პა­ტა­რა ფორ­მა­ტის წიგ­ნებს ნუ აჩუ­ქებთ. მას თვალს სჭრის პომ­პე­ზუ­რო­ბა, ში­ნა­არსს რაც შე­ე­ხე­ბა, იგი აღ­ტა­ცე­ბა­ში მოვა ცნო­ბი­ლი მხე­დარ­თმთავ­რე­ბის ან დე­დოფ­ლე­ბის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი წიგ­ნე­ბით.

    ქალ­წუ­ლი - დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და ინ­ტე­რე­სი­ა­ნი ბავ­შვია, კი­თხვა შე­საძ­ლოა მის­თვის ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რელ გა­სარ­თო­ბად იქ­ცეს იმი­ტომ რომ ბუ­ნე­ბით არ­ცთუ მა­ინ­ცდა­მა­ინც კო­მუ­ნი­კა­ბე­ლურ­თა რი­ცხვს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. აჩუ­ქეთ წიგ­ნე­ბი ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის იშ­ვი­ა­თი ბი­ნად­რე­ბის შე­სა­ხებ, სა­ბავ­შვო ენ­ციკ­ლო­პე­დია ან წიგ­ნე­ბი, რო­მელ­საც თან მოჰ­ყვე­ბა რა­ი­მე სა­ხის სა­ხა­ლი­სო ფაზ­ლი - თავ­სა­ტე­ხი.

    სას­წო­რი - ბუ­ნე­ბით ეს­თე­ტი და სი­ლა­მა­ზის მოყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვია. მის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი წიგ­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ვი­ზუ­ა­ლუ­რად კარ­გად გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ბევ­რი ნა­ხა­ტით პას­ტე­ლის ტო­ნა­ლო­ბა­ში. იგი აღ­ფრთო­ვან­დე­ბა წიგ­ნე­ბით მო­და­ზე (თუ გო­გო­ნაა) ხოლო ბიჭს შე­გიძ­ლი­ათ აჩუ­ქოთ ხატ­ვის თვით­მას­წავ­ლე­ბე­ლი.

    მო­რი­ე­ლი - რთუ­ლი, ჯი­უ­ტი და თა­ვის­ნათ­ქვა­მა ბავ­შვია. იტა­ცებს ყვე­ლა­ფე­რი იდუ­მა­ლი. მის­თვის სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია, წიგ­ნე­ბი მის­ტი­კურ-ფან­ტას­ტი­კუ­რი ჟან­რით - მა­გა­ლი­თად "ჰარი პო­ტე­რი".

    მშვილ­დო­სა­ნი - კი­თხვა­ზე მე­ტად წან­წა­ლი ეყ­ვა­რე­ბა, თუმ­ცა შინ­გა­ნად მო­თხოვ­ნი­ლე­ბა გა­აჩ­ნია შე­მეც­ნე­ბის­კენ. კი­თხვის სიყ­ვა­რულს თქვენ­გან მო­ბაძ­ვით ის­წავ­ლის. ხში­რად წა­უ­კი­თხეთ ხოლ­მე წიგ­ნე­ბი სა­თავ­გა­და­სავ­ლო ში­ნა­არ­სით. ასე მას სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა თან­და­ყო­ლი­ლი ხე­ტი­ა­ლის სიყ­ვა­რუ­ლი წიგ­ნე­ბით და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს და წარ­მო­სახ­ვით იმოგ­ზა­უ­როს.

    თხის რქა - სე­რი­ო­ზუ­ლი და სა­ოც­რად გო­ნი­ე­რი პა­ტა­რაა. წიგ­ნის სიყ­ვა­რულს მარ­ტი­ვად მი­აჩ­ვევთ, თუკი ეტყვით, რომ ასე იგი უფრო მალე გა­იზ­რდე­ბა. თხის რქებს ხომ ეჩ­ქა­რე­ბათ გაზ­რდა. სა­სურ­ვე­ლია, მო­უ­მა­რა­გოთ ის­ტო­რი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა ან სხვა­დას­ხვა სა­ხის ენ­ციკ­ლო­პე­დი­ე­ბი.

    მერ­წყუ­ლი - ორი­გი­ნა­ლუ­რი და ინ­ტე­რე­სი­ა­ნი პა­ტა­რაა. თუმ­ცა წიგ­ნის კი­თხვას შე­იძ­ლე­ბა ძნე­ლად მი­აჩ­ვი­ოთ, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ გარ­შე­მო ათა­სი რამ აინ­ტე­რე­სებს. შე­სა­ბა­მი­სად, უჭირს კი­თხვა­ზე ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის ჟან­რის ლი­ტე­რა­ტუ­რა და წიგ­ნე­ბი, სა­დაც დრო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბაა აღ­წე­რი­ლი.

    თევ­ზე­ბი - ემო­ცი­უ­რი, პო­ე­ტუ­რი და მე­ოც­ნე­ბე ნი­შა­ნია. კი­თხვა შე­საძ­ლოა მის­თვის სა­უ­კე­თე­სო გა­სარ­თო­ბად და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ემო­ცი­ურ თავ­შე­საფ­რა­დაც იქ­ცეს. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა წიგ­ნე­ბი ცხო­ვე­ლებ­ზე, მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნურ მე­გობ­რო­ბა­სა და სი­კე­თე­ზე.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    54 ნახვა
    11-05-2022, 02:58