7
ფენოვანი ცომის ღვეზელები მწვანე ხახვით, ყველითა და ლორით - როცა რაიმე გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი გინდა!
  • ფენოვანი ცომის ღვეზელები მწვანე ხახვით, ყველითა და ლორით - როცა რაიმე გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი გინდა!

    ინგრედიენტები
    კვერცხი 2 ცალი
    გახეხილი ყველი - 250 გ
    ლორი - 200 გ
    მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
    მწვანე ხახვი - 1 კონა

    მომზადების წესები:
    დაჭერით წვრილად მწვანე ხახვი. ყველი გახეხეთ, ლორი დაჭერით პატარა კუბიკებად.
    ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთ ჯამში და დაუმატეთ კვერცხი.
    მეორე კვერცხი ოდნავ ათქვიფეთ.
    გააბრტყელეთ ცომი და დაჭერით 6/12-ზე სმ-ის სწორკუთხედებად. მოათავსეთ ერთ სწორკუთხედზე 1 ს/კ გულსართი.
    წაუვსით კიდეებზე წყალი და დააფარეთ ცომის მეორე ფირფიტა. შეაწებეთ კიდეები.
    წაუსვით ღვეზელებს ათქვეფილი კვერცხი და აცხვეთ 190 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში.
    გემრიელად მიირთვით!
    100 ნახვა
    31-03-2019, 00:30