X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
თბილისში, ჭავჭავაძეზე დიდი რაოდენობით მიწა ჩამოიშალა, მოყოლილია ორი ადამიანი
  • თბილისში, ჭავჭავაძეზე დიდი რაოდენობით მიწა ჩამოიშალა, მოყოლილია ორი ადამიანი

    თბილისში, ჭავჭავაძეზე დიდი რაოდენობით მიწა ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, მიწის მასაში მოყოლილია ორი ადამიანი.

    როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ადგილზე მაშველები იმყოფებიან. ისინი ჩამოშლილი მიწის მასაში მოყოლილი ორი ადამიანის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ასრულებენ.

    შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფიც იმყოფება.

    როგორც ცნობილი ხდება, მიწის მასაში მოყოლილი ერთი მუშა 24 წლისა, მეორე კი - 40 წლის.

    ადგილზე სამუშაოებს კომპანია "ტრანსმშენი" აწარმოებს.
    216 ნახვა
    31-03-2019, 12:46