7
ჭავჭავაძეზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
  • ჭავჭავაძეზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

    ჭავჭავაძის გამზირზე ჩამოშლილი მიწის ქვეშ მოყოლილი 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა მისი ცხედარი რამდენიმე წუთის წინ აღმოაჩინეს.

    ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 30 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

    მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
    159 ნახვა
    31-03-2019, 12:48