X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ჩიზქეიქი კარამელის სოუსით
  • ჩიზქეიქი კარამელის სოუსით

    ინგრედიენტები
    ძირი:
    გამდნარი კარაქი - 80 გ
    ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - 250 გ
    ტოპინგი:
    ხაჭო - 300 გ
    ნადუღი - 400 გ
    არაჟანი - 250 გ
    შაქარი - 200-220 გ
    ფქვილი - 2-3 ს/კ
    კვერცხი - 4 ცალი
    ვანილი
    კარამელის სოუსი მოსასხმელად


    მომზადების წესები
    გამდნარ კარაქში ავზილოთ დაფხვნილი ფხვიერი ნამცხვარი და 24 სმ დიამეტრის გვერდებმოსახსნელი ფორმის ძირში
    ჩავტკეპნოთ, შევდოთ მაცივარში 10 წუთით.
    ტოპინგის ყველა ინგრედიენტი კარგად ავთქვიფოთ, ჩავასხათ მომზადებულ ფორმაში და 170 გრადუსზე გამოვაცხოთ დაახლოებით 45 წუთით, სანამ გამოცხვება. შემდეგ კარგად გავაცივოთ, დავჭრათ და კარამელის სოუსი მოვასხათ.
    198 ნახვა
    1-04-2019, 00:19