7
ნიკოლოზ რაჭველი ფილარმონიასთან დაკავშირებულ დავაზე საუბრობს
  • ნიკოლოზ რაჭველი ფილარმონიასთან დაკავშირებულ დავაზე საუბრობს

    ფილარმონიასთან დაკავშირებით არსებული დაპირისპირების შემდეგ თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში პირველად გამოჩნდა ნიკოლოზ რაჭველი. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა ექიმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გია ყანჩელის მუსიკა წარმოადგინა. ნაწარმოებები ორკესტრის თანხლებით ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს.

    ნიკოლოზ რაჭველი იმედოვნებს, რომ დავა დიდ საკონცერტო დარბაზთან დაკავშირებით, საბოლოოდ, მათ სასარგებლოდ დასრულდება.

    "ჩვენ ჯერჯერობით ველოდებით სახელმწიფო გადაწყვეტილებას, ვიცით რომ განხილვის საგანია მთავრობაში ეს საკითხი და შესაძლებელია დღეს, ხვალ ზეგ რაღაცა სიახლე გვქონდეს და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს სიახლე იქნება დადებითი,"-აცხქადებს ნიკოლოზ რაჭველი.
    130 ნახვა