7
ბანანის ტორტი - არ დაიჯერებთ, ისე მარტივად მზადდება
  • ბანანის ტორტი - არ დაიჯერებთ, ისე მარტივად მზადდება

    ინგრედიენტები
    ბანანი - 2 ცალი
    არაჟანი - 400 გ
    ორცხობილა ("პეჩენია") - 300 გ
    შაქარი - 1 ჭიქა
    შოკოლადი - 1 ფილა

    მომზადების წესები
    ბანანი არაჟანთან ერთად აურიეთ (შეგიძლიათ, დააბლენდეროთ). დაუმატეთ შაქარი. ასევე დაამატეთ დატეხილი ორცხობილები და აურიეთ. (განსაკუთრებულად
    უხდება ე.წ. პეჩენია თევზები, ოღონდ არა მარილიანი, მათი დატეხვაც არ დაგჭირდებათ, პირდაპირ ჩაყრით არაჟნისა და ბანანის ნარევში.
    შედგით მაცივარში, რომ კარგად გაიჟღინთოს (მაქსიმუმ 2 საათით).
    ფილა შოკოლადი გაადნეთ და შეგიძლიათ, უკვე მომზადებულ ტორტს ზემოდან მოასხათ - უფრო გემრიელი და ლამაზიც გამოვა.
    141 ნახვა
    1-04-2019, 23:51