7
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღის 30-მდე აღსაზრდელი მოიწამლა
  • თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღის 30-მდე აღსაზრდელი მოიწამლა

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაგა-ბაღის 30-მდე აღსაზრდელი მოიწამლა. ისინი თელავის ორ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა გადაიყვანეს.

    კონკრეტულად რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი, ჯერ უცნობია, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ ამის მიზეზი სასმელი წყალი, ან საკვები ყოფილიყო. თუმცა, კვებით ინტოქსიკაციას გამორიცხავს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, თინიკო ხანჯალიაშვილი და აცხადებს, რომ ყველა პროდუქტი ბაღში ვარგისია.

    ბავშვების მოწამვლის გამო, სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.

    ადგილზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც პროდუქტიდან და სასმელი წყლიდან სინჯებს გამოსაკვლევად წაიღებენ.
    105 ნახვა