GOGA.TV
იუპიტერი ვერძში: ვის ელოდება ბრძოლა და ვისთვის გამოიდარებს, პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის
  • იუპიტერი ვერძში: ვის ელოდება ბრძოლა და ვისთვის გამოიდარებს, პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის

    11 მა­ისს იუ­პი­ტე­რი ვერ­ძში გა­და­დის 2022 წლის 28 ოქ­ტომ­ბრამ­დე. შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა თევ­ზებ­ში და წლის ბო­ლოს, 21 დე­კემ­ბერს ისევ დაბ­რუნ­დე­ბა ვერ­ძში 2023 წლის 17 მა­ი­სამ­დე. ეს ტრან­ზი­ტი სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბებს ჰპირ­დე­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, რად­გან იუ­პი­ტე­რის არის ბედ­ნი­ე­რე­ბის, სიბ­რძნის, წარ­მა­ტე­ბის, სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის, გა­ფარ­თო­ე­ბის, კე­თილ­დღე­ო­ბის, დიდი ფუ­ლის სიმ­ბო­ლო. იუ­პი­ტე­რი კე­თი­ლი პლა­ნე­ტაა და კონ­კრე­ტულ ნი­შან­ში ან სახ­ლში მოხ­ვედ­რის დროს გეძ­ლე­ვათ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის შან­სი. ამას­თან, იუ­პი­ტე­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პლა­ნე­ტაა და მას გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა მსოფ­ლიო მოვ­ლე­ნებ­ზე, სო­ცი­უმ­ზეც და ადა­მი­ა­ნებ­ზეც.

    ვერ­ძი ზო­დი­ა­ქოს პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია, ეს არის ახა­ლი ციკ­ლის და­წყე­ბის სიმ­ბო­ლოა; გა­იხ­სე­ნეთ, როცა მზე ვერ­ძის პირ­ველ გრა­დუს­ში გა­და­დის, ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ახა­ლი წელი იწყე­ბა, მას გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა­საც ეძა­ხი­ან. ვერ­ძი ცე­ცხლო­ვა­ნი, ცოტა ეგო­ის­ტუ­რი, აზარ­ტუ­ლი ნი­შა­ნია, სა­კუ­თარ თავ­ზეა კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი. სა­კუ­თა­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სურს, მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ახა­სი­ა­თებს და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა, ამი­ტომ, იუ­პი­ტე­რის ვერ­ძში ყოფ­ნის დროს ჯერ კარ­გად და­ფიქ­რდით, სა­ნამ რა­მეს გა­ა­კე­თებთ.

    ვერ­ძში იუპ­ტე­რის გა­დას­ვლის დრო ბევრ ადა­მი­ანს მო­უნ­დე­ბა გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. მო­ი­მა­ტებს ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა, სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის, სა­ბი­ნაო პი­რო­ბე­ბის, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის სურ­ვი­ლი. მაგ­რამ ნუ და­ე­ლო­დე­ბით, სას­წა­უ­ლებს, თა­ვად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ და მო­ცე­მუ­ლი შან­სი, შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან. უმე­ტე­სო­ბამ შე­იძ­ლე­ბა სა­ბე­დო გა­იც­ნოს სა­ზღვარ­გა­რეთ, ან უცხო­ეთ­ში გა­ემ­გზავ­როთ სას­წავ­ლებ­ლად, სა­მუ­შა­ოდ. გა­უ­მარ­თლებთ მათ, ვინც დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლო­ბას და სი­თა­მა­მეს გა­მო­ავ­ლენს. აქვე გე­ტყვით, რომ 29 მა­ისს მარ­სი იუ­პი­ტე­რის შე­ერ­თე­ბა გვე­ლო­დე­ბა და უმე­ტე­სო­ბა იგ­რძნობს ენერ­გი­ას, მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბას; გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, რომ გან­ვი­თარ­დეთ, გა­უმ­ჯო­ბეს­დეთ, მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს. ამას­თან, გაფრ­თხილ­დით, რომ არ "გა­და­იწ­ვათ". გა­მო­ნა­ხეთ დრო დას­ვე­ნე­ბის­თვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნე­ბივ­რე­ბის­თვის. მო­ე­რი­დეთ სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბას აგ­რე­სი­უ­ლად, ჩხუ­ბით. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, სა­კუ­თა­რი პი­რა­დი სა­ზღვრე­ბის­თვის ბრძო­ლა.

    რა თქმა უნდა, იუ­პი­ტე­რი არის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის და კე­თილ­დღე­ო­ბის პლა­ნე­ტა, მაგ­რამ მე­დალს ორი მხა­რე აქვს და ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ. ვერ­ძის მმარ­თვე­ლი მარ­სია - მებ­რძო­ლი. იუ­პიტ­რის ვერ­ძში გა­დას­ვლის დროს ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს გმი­რის გა­მო­ძებ­ნის სურ­ვი­ლი. ასე­თე­ბიც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან და სწო­რედ გმი­რე­ბი მო­ახ­დე­ნენ გავ­ლე­ნას სო­ცი­უმ­ზე. მარ­სი არის აგ­რე­სი­ის, ომის ღმერ­თი, ამი­ტომ ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მშვი­დო­ბი­ა­ნი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა გარ­თულ­დე­ბა. უფრო მე­ტიც, იუ­პი­ტე­რი არის გა­ფარ­თო­ე­ბა და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის არე­ა­ლი გა­ფარ­თოვ­დეს ან სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ი­წყოს სხვა ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეც, ან სხვა ქვეყ­ნე­ბი ჩა­ერ­თონ კონ­ფლიქ­ტში.

    ვერ­ძში იუ­პი­ტე­რის ყოფ­ნის დროს, ადა­მი­ა­ნებს გა­უ­ჭირ­დე­ბათ სხვა­თა მო­საზ­რე­ბე­ბის, სურ­ვი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად იქ­ნე­ბი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი, კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი გეგ­მე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდეს ლი­დე­რი, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვინც სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღებს ყვე­ლას უსი­ა­მოვ­ნე­ბის, პრობ­ლე­მის მო­აგ­ვა­რე­ბას. ადა­მი­ა­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა შექ­მნან გმი­რის, მა­მა­ცო­ბის კულ­ტი. ვერ­ძი და მარ­სი მე­ომ­რე­ბია არი­ან, ია­რაღ­თან უშუ­ა­ლო კავ­შირ­ში და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ ან გა­უმ­ჯო­ბეს­დეს არ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღე­ბი, ან შე­იქ­მნას სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბი ან ქვეყ­ნებ­მა მა­სი­უ­რად და­ი­წყონ შე­ი­ა­რა­ღე­ბა და ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბა. ანუ შე­იქ­მნას თავ­დაც­ვის­თვი­საც და თავ­დას­ხმის­თვი­საც.

    იუ­პი­ტე­რი ვერ­ძში იყო 12 წლის წლის, 2010-2011 წლებ­ში. გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ პე­რი­ოდ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში; რა სფე­რო­ებ­ში გქონ­დათ ცვლი­ლე­ბე­ბი. რა კარ­დი­ნა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გით და რა შე­დე­გე­ბი მი­ი­ღეთ. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი მოვ­ლე­ნა გან­მე­ორ­დეს ან მა­შინ დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბის შან­სი მო­გე­ცეთ.

    ვის­ზე იმოქ­მე­დებს იუ­პი­ტე­რის ვერ­ძში გა­დას­ვლა? რა თქმა უნდა პირ­ველ რიგ­ში თა­ვად ვერ­ძებ­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­ზე, ვი­საც მზე და სხვა პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი ჰყავს ვერ­ძის პირ­ველ-მე-10 გრა­დუს­ში. ან თუ და­ბა­დე­ბის დღე გაქვთ 26 მარ­ტი­დან პირ­ვე­ლი აპ­რი­ლის ჩათ­ვლით. მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­აქ­ტი­ურ­დით 11 მა­ი­სი­დან 28 ივ­ლი­სამ­დე. 29 ივ­ლი­სი­დან 27 ოქ­ტომ­ბრამ­დე იუ­პი­ტე­რი თევ­ზებ­ში იქ­ნე­ბა და გა­უ­მარ­თლებთ თევ­ზებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მათ, ვი­საც მზე და სხვა პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი ჰყავს 28-30 გრა­დუ­სებ­ში, ან თუ და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავთ 17-22 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში.

    გარ­და ამი­სა, ვერ­ძში იუ­პი­ტე­რის გავ­ლე­ნას იგ­რძნობთ ისი­ნი, ვინც და­ი­ბა­დეთ ლო­მი­სა და მშვილ­დოს­ნის ნიშ­ნით. გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ დე­კა­და­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. სას­წო­რებს, თხის რქა­სა და კირჩხიბს (გან­სა­კუთ­რე­ბით პირ­ველ დე­კა­და­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) ცოტა მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ, ნუ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბით გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს, მო­ე­რი­დეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს უცხო­ე­ლებ­თან, სა­ზღვარ­გა­რეთ. ამას­თან სა­უ­კე­თე­სო დროა გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად, ახა­ლი მწვერ­ვა­ლე­ბის და­სა­პყრო­ბად, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, უცხო­ეთ­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, შან­სე­ბი მო­გე­ცე­მათ, მაგ­რამ ცოტა მეტი ძა­ლის­ხმე­ვა და სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა დაგ­ჭირ­დე­ბათ.

    პროგ­ნოზს გა­ე­ცა­ნით თქვე­ნი ას­ცენ­დენ­ტის ან მზის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით:

    ვერ­ძი
    ვერ­ძე­ბო, გი­ლო­ცავთ, იუ­პი­ტე­რი თქვენს ნი­შან­შია და უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­უთ­მოთ სა­კუ­თარ თავს, გან­ვი­თა­რე­ბას, გა­ფარ­თო­ე­ბას. გე­წყე­ბათ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, გა­ნახ­ლე­ბის დრო. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ახალ პრო­ფე­სი­ა­ში მო­სინ­ჯოთ თავი; ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წინ­დეთ, მშო­ბე­ლი გახ­დეთ. ფრთხი­ლად გა­რის­კეთ. სა­ნამ რა­მეს მო­ი­მოქ­მე­დებთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად აწონ-და­წო­ნეთ. ამას­თან, იუ­პი­ტე­რი არის გა­ფარ­თო­ე­ბა და გაფრ­თხილ­დით, რომ არ მო­ი­მა­ტოთ წო­ნა­ში. მო­გინ­დე­ბათ, რომ უფრო მდიდ­რუ­ლად, სო­ლი­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ნერ­გავთ ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს, და­ი­წყებთ ვარ­ჯიშს.

    კურო
    და­ფიქ­რდით, რაზე ოც­ნე­ბობთ: კა­რი­ე­რა, პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ჯან­მრთე­ლო­ბა და გა­აქ­ტი­ურ­დით სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. ზო­გი­ერთს პო­პუ­ლა­რო­ბას მო­გი­ტანთ შე­მოქ­მე­დე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­კავ­დე­ბით ქველ­მოქ­მე­დე­ბით; მო­ი­ნა­ხუ­ლებთ წმინ­და ად­გი­ლებს. გა­გი­ტა­ცებთ ტარო, ას­ტრო­ლო­გია, არტთე­რა­პია. მო­გინ­დე­ბათ ძვი­რად ღი­რე­ბულ კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბა, უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ემიგ­რა­ცია გა­და­წყვი­ტოთ. გირ­ჩევთ, გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან.

    ტყუ­პი
    გა­ფარ­თოვ­დე­ბა თქვე­ნი სა­მე­გობ­რო წრე. შე­იძ­ლე­ბა გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებს და­უ­მე­გობ­რდეთ, ვინც და­გეხ­მა­რე­ბათ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში. ან ცნო­ბი­ლი ჯგუ­ფის წევ­რი გახ­დეთ. გა­ა­ფარ­თო­ებთ ინ­ტერ­ნეტ­საქ­მი­ა­ნო­ბას, ინ­ტერ­ნეტ­ბიზ­ნესს. პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დე­ბა თქვე­ნი ბლო­გი ან თა­ვად გახ­დე­ბით ცნო­ბი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. მარ­ტო­ხე­ლებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გე­ლით რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა. თუ მე­სა­მედ და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებთ, მდი­და­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი პარტნი­ო­რი გე­ყო­ლე­ბათ. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ჯგუ­ფუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, თა­ნა­მოზ­რე­ებ­თან ერ­თად.

    კირჩხი­ბი
    იუ­პი­ტე­რი პრო­ფე­სი­ა­ში, ბიზ­ნეს­სა და კა­რი­ე­რა­ში მო­გი­ტანთ გა­მარ­ჯვე­ბას. აი­მაღ­ლებთ სო­ცი­ა­ლურ სტა­ტუსს. მო­გინ­დე­ბათ და­წი­ნა­უ­რე­ბა ან უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის, ხა­რის­ხის, წო­დე­ბის მი­ღე­ბა. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მდი­დარ ან პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ან­ზე და­ქორ­წინ­დეთ, ან გა­ი­გოთ, რომ შვი­ლი (ტყუ­პი) გე­ყო­ლე­ბათ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლი. თუ პენ­სი­ა­ზე აპი­რებთ გას­ვლას, მდიდ­რულ გა­ცი­ლე­ბას მო­გი­წყო­ბენ და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ რო­გორც სა­უ­კე­თე­სო სპე­ცი­ა­ლის­ტი, ისევ დაგ­ტო­ვონ სამ­სა­ხურ­ში.

    ლომი
    მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლო­ბა. გახ­დე­ბით ცნო­ბი­ლი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი. შან­სი მო­გე­ცე­მათ გა­ნა­ვი­თა­როთ თქვე­ნი ბრენ­დი, მი­ი­ღოთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა (თუნ­დაც სა­ზღვარ­გა­რეთ). თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი. შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ ლექ­ცი­ე­ბის წა­კი­თხვა. და­ი­წყეთ ჰო­რი­ზონ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა, აი­მაღ­ლეთ ერუ­დი­ცია, და­ი­წყეთ უცხო ენე­ბის შეს­წავ­ლა, იმოგ­ზა­უ­რეთ სა­ზღვარ­გა­რეთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე სა­ზღვარ­გა­რეთ გა­იც­ნოთ.

    ქალ­წუ­ლი
    გა­გი­უმ­ჯობსდე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოთ საქ­მი­ა­ნი ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის­გან. ზო­გი­ერ­თი მი­ი­ღებთ მდიდ­რულ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, და­ზღვე­ვის ფულს, ერთჯე­რად დახ­მა­რე­ბას სა­ხელ­მწი­ფოს­გან. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფულს და­ა­ბან­დებთ სარ­ფი­ან ბიზ­ნეს­ში. ზო­გი­ერ­თი კი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით ვა­ლე­ბი­სა და სეს­ხის­გან. და­ინ­ტე­რეს­დე­ბით ოკულ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბით, დე­ტექ­ტი­ვე­ბით, რეგ­რე­სი­უ­ლი ჰიპ­ნო­ზით. ზო­გი­ერთს გა­ი­ტა­ცებს სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბი.

    სას­წო­რი
    მი­ი­ღებთ სა­უ­კე­თე­სო საქ­მი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. გა­ა­ფორ­მებთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს. თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ცნო­ბილ და წარ­მა­ტე­ბულ კომ­პა­ნი­ებს. მარ­ტო­ხე­ლებს გე­ლო­დე­ბათ და­წყვი­ლე­ბა, იღ­ბლი­ა­ნი და­ქორ­წი­ნე­ბა. უკვე და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. გახ­დე­ბით გუ­ლუხ­ვი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბი სფე­როს­თან, გა­ი­ჩენთ მდი­დარ და პო­პუ­ლა­რულ კლი­ენ­ტებს; გა­ფარ­თოვ­დე­ბა თქვე­ნი სა­ნაც­ნო­ბო წრე.

    მო­რი­ე­ლი
    გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. სამ­სა­ხურ­ში საქ­მე­ე­ბი, სახ­ლში ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­გე­მა­ტე­ბათ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. და­ფა­სე­ბა გე­ლით კო­ლე­გე­ბის­გან. მეტი დრო და­უთ­მეთ ჯან­მრთე­ლო­ბას; კვე­ბა და დას­ვე­ნე­ბა უნდა იყოს ჯან­სა­ღი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი. თუ რამე გა­წუ­ხებთ, გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბით. აგ­რეთ­ვე კარ­გია, მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სის გავ­ლა ცნო­ბილ სპე­ცი­ა­ლის­ტთან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოთ ფერ­მე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კნუ­ტე­ბის, ლეკ­ვე­ბის გა­ყიდ­ვით გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა.

    მშვილ­დო­სა­ნი
    გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა, სა­სიყ­ვა­რუ­ლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­გა­ნე­ბივ­რებთ ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით. ზო­გი­ერ­თი კი შე­იძ­ლე­ბა ჰო­ბიმ გაგ­ხა­დოთ პო­პუ­ლა­რუ­ლი და საქ­მი­ა­ნო­ბით გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. თუ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხართ, გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლე­ბი. წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ ფეს­ტი­ვა­ლებს, დღე­სას­წა­უ­ლებს, წვე­უ­ლე­ბებს. ზო­გი­ერ­თი გა­ი­გებთ, რომ მშო­ბე­ლი გახ­დე­ბით.

    თხის რქა
    შან­სი მო­გე­ცე­მათ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, მე­ტად მდიდ­რუ­ლი და კომ­ფორ­ტუ­ლი გა­ხა­დოთ იგი. მო­გინ­დე­ბათ პრეს­ტი­ჟულ უბან­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა უკე­თეს ოფის­ში და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა ან სახ­ლი გა­და­აქ­ცი­ოთ ოფი­სად. გირ­ჩევთ, მე­ტად იზ­რუ­ნოთ ბი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. გა­ფარ­თოვ­დე­ბა თქვე­ნი ოჯა­ხი, შე­მო­გე­მა­ტე­ბათ ახა­ლი წევ­რი. იყა­ვით მე­ტად მფარ­ვე­ლი, გუ­ლუხ­ვი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი მშობ­ლე­ბის მი­მართ.

    მერ­წყუ­ლი
    გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი, მი­მოს­ვლე­ბი (მივ­ლი­ნე­ბაც და ახლო მან­ძილ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბაც), ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის წყა­რო­ე­ბი. მო­გინ­დე­ბათ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე დას­წრე­ბა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, ახა­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი პროგ­რა­მე­ბის ათ­ვი­სე­ბა. ან შე­იძ­ლე­ბა თა­ვად და­ი­წყოთ პე­და­გო­გო­ბა, და­წე­როთ სას­წავ­ლო პროგ­რა­მა. წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ვაჭ­რო­ბის, სა­რეკ­ლა­მო სფე­როს, პი­ა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ზო­გი­ერ­თი შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ავ­ტო­მო­ბილს, გა­ჯე­ტებს.

    თევ­ზე­ბი
    გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­გინ­დე­ბათ ფუ­ლის ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ში და­ბან­დე­ბა. მი­ი­ღებთ ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­ჩუქ­რებს. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს­თან, გა­აძ­ვი­რებთ ან შე­იძ­ლე­ბა მდი­და­რი კლი­ენ­ტე­ბი გა­მო­გიჩ­ნდნენ. შე­იძ­ლე­ბა გა­მო­გიჩ­ნდეთ მე­ო­რე სამ­სა­ხუ­რი, შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო, ერ­თდრო­უ­ლად ორ პრო­ექ­ტზე და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა. თუ ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას აპი­რებთ, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა პე­და­გო­გო­ბას, ტუ­რიზ­მის სფე­როს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    52 ნახვა
    13-05-2022, 14:40