7
პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი ნახეს
  • პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი ნახეს

    პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში 10 წლის გოგონა ჩამომხრჩვალი ნახეს. მოზარდი, სახლის სახურავზე ასვლას და იქედან პატარა დის სათამაშოს ჩამოღებას შეეცადა, როდესაც სახურავის რკინაზე ჰიჯაბით ჩამოეკიდა და გაიგუდა. შემთხვევის დროს ოჯახის 5 მცირეწლოვანი ბავშვი სახლში მარტო იყო. მშობლებს შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. ტრაგედიის მიზეზების დასადგენად ადგილზე მუშაობდნენ სამართალდამცველები. თავდაპირველად განიხილებოდა თვითმკვლელობის ვერსია, რასაც ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

    "სასწრაფო დახმარებას რომ დავურეკეთ ცოტა დაიგვიანა და ჩვენთვითონ მოვნახეთ მანქანა და გავუგზავნეთ, მაგრამ დაგვიანებული იყო, ვერ მიაღწიეს საავადმყოფომდე,"-აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები, ნეტსან ფარეულიძე.
    135 ნახვა