7
ფორთოხლის სუფლე-ტორტი
  • ფორთოხლის სუფლე-ტორტი

    ინგრედიენტები
    ბისკვიტი:
    კვერცხი - 8 ცალი
    შაქარი - 240 გ
    ფქვილი - 240 გ
    ვანილი
    გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
    მწიკვი მარილი
    სუფლე:
    რძე - 300 მლ
    კვერცხის გული - 5 ცალი
    შაქარი - 100 გ
    ფორთოხლის წვენი - 50 მლ
    ფორთოხლის პიურე - 50 გ
    ჟელატინი - 10 გ
    ნაღები - 100 მლ
    სიროფი - დასანამად

    მომზადების წესები
    ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის ცილებითა და შაქრით ავთქვიფოთ ბეზეს მასა, დავუმატოთ გულები. ფქვილი და
    გამაფხვიერებელი გავცრათ და ხის ჯოხით ფრთხილად შევურიოთ ბისკვიტის მასას. გამოვაცხოთ 25-30 წთ. 180 გრადუსზე.
    სუფლეს მოსამზადებლად კვერცხის გულები გავთქვიფოთ შაქართან ერთად და დავასხათ მდუღარე რძეს.
    დავდგათ ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, გადმოვდგათ. დავუმატოთ ფორთოხლის წვენში წინასწარ დამბალი
    ჟელატინი პიურეს და კარგად მოვურიოთ. დავდგათ ოთახის ტეპერატურაზე ბოლომდე გასაცივებლად. ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ სუფლეს მასას. ბისკვიტი გავჭრათ სამ ფენად გასახსნელ ყალიბში ჩავდოთ ბისკვიტის ძირი, დავნამოთ, დავასხათ სუფლე და ასე გავიმეროთ ბოლომდე. ზემოდან დავადოთ თხლად დაჭრილი ფორთოხლის ფირფიტები. გავაცივოთ მთელი ღამით.
    96 ნახვა
    6-04-2019, 13:40