GOGA.TV
რა ცვლილებებს მოიტანს მთვარის დაბნელება მსოფლიოში და პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • რა ცვლილებებს მოიტანს მთვარის დაბნელება მსოფლიოში და პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    16 მა­ისს, 8:11-ზე, მო­რი­ე­ლის ოც­და­მე­ექ­ვსე გრა­დუს­ში ვე­ლო­დე­ბით მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბას, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე და ამით და­ი­ხუ­რე­ბა გა­ზა­ფხუ­ლის დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფა­ნი. მზე ახლა კუ­რო­შია, მთვა­რე მო­რი­ელ­ში. გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია კურო-მო­რი­ე­ლის ღერ­ძი - ფი­ნან­სე­ბი, რე­სურ­სე­ბი. მო­რი­ე­ლის არის ტრანსფორ­მა­ცია, კრი­ზი­სი, პარტნი­ო­რის ფი­ნან­სე­ბი, კრე­დი­ტი, გა­და­სა­ხა­დე­ბი, ექ­სტრი­მი, ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია. მო­რი­ე­ლის მმარ­თვე­ლი არის პლუ­ტო­ნი, რო­მე­ლიც ახლა თხის რქა­ში და რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლა­შია. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში, ფი­ნან­სურ და სა­ბან­კო სფე­რო­ში, გა­ზი­სა და ნავ­თო­ბის თე­მებ­ში.

    მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა­ზე მო­მა­ტე­ბუ­ლია ემო­ცი­უ­რო­ბა. მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ეს არის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი საქ­მე­ე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად, პა­ტი­ე­ბის­თვის, მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის, ავად­მყო­ფო­ბის­გან, ში­შე­ბის­გან, ვა­ლე­ბის­გან.

    უნდა და­ფიქ­რდეთ, რა რე­სურ­სებს ფლობთ, რამ უნდა მო­გი­ტა­ნოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ შე­დე­გი ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­გან, პრო­ექ­ტის­გან. ზო­გა­დად, შე­იძ­ლე­ბა თავი შე­გახ­სე­ნოთ წარ­სულ­მა, გა­ნახ­ლდეს ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, საქ­მე­ე­ბი. 2021 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე უკვე იყო ასე­თი დაბ­ნე­ლე­ბა და გა­იხ­სე­ნეთ, რისი დას­რუ­ლე­ბა და­ი­წყეთ, რას საქ­მი­ა­ნობ­დით მა­შინ, სად გსურ­დათ ცვლი­ლე­ბე­ბი? გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და 2004 წლის აპ­რილ­ში, შე­იძ­ლე­ბა გან­მე­ორ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი. ან და­ას­რუ­ლოთ საქ­მე­ე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რაც მა­შინ და­ი­წყეთ.

    ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ შე­ფერ­ხდე­ბა ზო­გი­ერ­თი საქ­მე, ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ასა­კით და თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან, მო­გინ­დე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბა, გა­ცივ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, - მზე სა­ტურნ­თან კონ­ფლიქ­ტშია. ამას­თან, მერ­კუ­რიც რეტ­როგ­რა­დუ­ლია. იყა­ვით მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. მო­ი­მა­ტებს და­ძა­ბუ­ლო­ბა, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, ქველ­მოქ­მე­დე­ბა; მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად. არ გა­და­ი­ღა­ლოთ, არ გა­დატ­ვირ­თოთ გული, ხერ­ხე­მა­ლი.

    გარ­და ამი­სა, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ქი­მი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან, შხამ-ქი­მი­კა­ტებ­თან (სა­ო­ჯა­ხო ქი­მი­ას­თა­ნაც). საქ­მე იმა­შია, რომ 18 მა­ისს მარ­სი­სა (ომის ღმერ­თი) და ნეპ­ტუ­ნის (ილუ­ზი­ე­ბი, ტყუ­ი­ლე­ბი) შე­ერ­თე­ბა გვე­ლო­დე­ბა, მაგ­რამ ას­პექ­ტი აქ­ტი­უ­რია 14-დან 22 მა­ი­სის ჩათ­ვლით და თან მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ამ­ძაფ­რებს სი­ტუ­ა­ცი­ას. შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დეს რე­ლი­გი­უ­რი ექ­სტრიმ­ზი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, გა­მომ­ჟღავ­ნდეს სა­ი­დუმ­ლო. გაფრ­თხილ­დით, ილუ­ზი­ებ­ში, ტყუ­ი­ლებ­ში გა­და­ვარ­დნილ­მა არ ჩა­ი­დი­ნოთ აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბა ან ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ხე­ლით არ გახ­დეთ აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი. და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა მხა­რე­ებ­მა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნონ ქი­მი­უ­რი ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, და­ბინ­ძურ­დეს წყა­ლი (შემ­თხვე­ვით ან გან­ზრახ), ან კა­ტაკ­ლიზ­მებ­მა იმა­ტოს წყალ­ზე. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მათ­რო­ბე­ლა (ალ­კოჰო­ლი, ნარ­კო­ტი­კი) ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან, აგ­რეთ­ვე, მე­დი­კა­მენ­ტებ­თა­ნაც (მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მო­წამ­ვლა).

    ვის­ზე იმოქ­მე­დებს ყვე­ლა­ზე მე­ტად მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა? რა თქმა უნდა, მო­რი­ე­ლებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით 15-21 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს, აგ­რეთ­ვე, მათ­ზე, ვი­საც მო­რი­ელ­ში, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი 23-29 გრა­დუს­ში გყავთ პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი. კირჩხი­ბებს (15-21 ივ­ლი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) და თევ­ზებს (13-19 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) გაქვთ შან­სი, მო­ი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი უსარ­გებ­ლო და გან­ვი­თა­რე­ბის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლოთ. ცოტა მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ კუ­რო­ებს (13-19 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს), ლო­მებს (15-21 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) და მერ­წყუ­ლებს (11-17 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს) დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სუ­რი და სა­მემ­კვიდ­რეო სა­კი­თხე­ბი. არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მშობ­ლებ­თან, პარტნი­ო­რებ­თან, ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დეთ.

    პროგ­ნოზს გა­ე­ცა­ნით თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნის მი­ხედ­ვით:

    ვერ­ძი
    ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს ფი­ნა­ნურ თე­მას: გახ­დე­ბით ფი­ნან­სუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი. მო­გინ­დე­ბათ ფუ­ლის და­ბან­დე­ბა სარ­ფი­ან ბიზ­ნეს­ში. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სარ­გე­ბე­ლი პარტნი­ო­რის ფი­ნან­სე­ბის­გან, მემ­კვიდ­რე­ო­ბა. უმე­ტე­სო­ბა გა­ის­ტუმ­რებთ ვა­ლებს, გა­და­სა­ხა­დებს. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა უსარ­გებ­ლო ნივ­თი. გა­თა­ვი­სუფ­ლდით არაფ­რის­მომ­ცე­მი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ და­შო­რე­ბა თქვენს სექ­სუ­ა­ლურ პარტნი­ორ­თან ან პი­რი­ქით, ახალ­გაც­ნო­ბილ­თან გა­ხა­დოთ ურ­თი­ერ­თო­ბა მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი.

    კურო
    ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს. ზო­გი­ერთ საქ­მი­ან ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან და­ას­რუ­ლებთ ურ­თი­ერ­თო­ბას; ან გა­დახ­ვალთ ახალ სა­ფე­ხურ­ზე. გა­და­წყვეტთ გა­ა­ფორ­მოთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ან და­ას­რუ­ლოთ პრო­ექ­ტი, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ, შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი კლი­ენ­ტი და­გემ­შვი­დო­ბოთ, ად­გი­ლი გა­უ­თა­ვი­სუფ­ლოს სხვას. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ მე­ო­რე შვი­ლის გა­ჩე­ნა ან გა­ი­გებთ, რომ გე­ყო­ლე­ბათ. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 15-21 მა­ი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

    ტყუ­პი
    ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას, ჯან­მრთე­ლო­ბის სფე­როს. მო­გეხ­სნე­ბათ ზედ­მე­ტი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. გა­მო­იც­ვლით სამ­სა­ხურს ან სა­მუ­შაო გრა­ფიკს. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით, თუ შინ გყავთ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი. გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­გექ­ცეთ. თუ რამე და­ა­ვა­დე­ბა გა­წუ­ხებ­დათ, გა­მო­ნა­ხავთ ექიმს ან მკურ­ნა­ლო­ბის ახალ მე­თოდს და გა­ნი­კურ­ნე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა სა­მე­დიც­ნო კვლე­ვის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო დროა მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. ძი­ლის, კვე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

    კირჩხი­ბი
    ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­როს: გა­და­წყვეტთ და­წყვი­ლე­ბას, დას­რულ­დე­ბა თქვე­ნი მარ­ტო­ო­ბა. და­ას­რუ­ლებთ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექტს, ზო­გი­ერ­თი კი პი­რი­ქით, გა­იხ­სე­ნებს და გა­ნა­ვი­თა­რებს ჰო­ბის. იმა­ტებს დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე დას­წრე­ბის, მო­წყო­ბის სურ­ვი­ლი, სა­ბავ­შვო­სიც. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ, რომ შვი­ლი გე­ყო­ლე­ბათ ან ცვლი­ლე­ბე­ბი ელით თქვენ შვი­ლებს. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 17-22 ივ­ლი­სის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

    ლომი
    ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს სა­ო­ჯა­ხო სფე­როს: და­კავ­დით უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბით (ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა, არენ­და). შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ მი­სა­მარ­თის შეც­ვლა, ემიგ­რა­ცია. თუ ბი­ნა­ში რე­მონ­ტი გქონ­დათ ან სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, და­ას­რუ­ლებთ. ზო­გი­ერთს შე­გეც­ვლე­ბათ ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა: და­ქორ­წი­ნე­ბა ან გან­ქორ­წი­ნე­ბა გე­ლით. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 17-22 აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

    ქალ­წუ­ლი
    ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვე­ნი სწავ­ლის, ახლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­როს: შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ სას­წავ­ლო კურ­სი (მაგ., ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვის) ან პი­რი­ქით, გა­და­წყვი­ტოთ სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­წე­რა. მო­გინ­დე­ბათ გა­ჯე­ტე­ბის, ავ­ტო­მო­ბი­ლის შეც­ვლა, მაგ­რამ სა­ნამ მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან არ გა­მო­ვა არ გირ­ჩევთ. და­ფიქ­რდით, რა გიშ­ლით ხელს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რა უნდა მო­ი­ცი­ლოთ, რის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ სა­მე­გობ­რო, სა­მე­ზობ­ლო. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას და-ძმებ­თან. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 17-22 სექ­ტემ­ბერს შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

    სას­წო­რი
    ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს მა­ტე­რი­ა­ლურ სფე­როს: მი­ი­ღებთ შე­დეგს, ფულს, ფი­ნან­სურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ან შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბით წყა­როს. აი­მაღ­ლებთ თვით­შე­ფა­სე­ბას, თუ მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში ხართ, გა­აძ­ვი­რებთ თქვენს მომ­სა­ხუ­რე­ბას. გა­ა­ფორ­მებთ ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის სა­ბუ­თებს. დას­რულ­დე­ბა საქ­მე­ე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ზო­გი­ერ­თი იყი­დით ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივთს.

    მო­რი­ე­ლი
    მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა თქვენს ნი­შან­ში ხდე­ბა და ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს პი­როვ­ნე­ბას. და­ფიქ­რდით, რო­გორ უნდა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ სა­კუ­თა­რი თავი, ჯან­მრთე­ლო­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში: ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა ან დას­რუ­ლე­ბა. და­ფიქ­რდით, რა საქ­მი­ა­ნო­ბა, მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­გი­ტანთ წარ­მა­ტე­ბას. და­ას­რუ­ლებთ პრო­ექტს ან წა­მოხ­ვალთ სამ­სა­ხუ­რი­დან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ გა­რეგ­ნო­ბის შეც­ვლა (იმი­ჯი, სტი­ლი). მთვა­რის ამ დაბ­ნე­ლე­ბის დროს უნდა და­ტო­ვოთ წარ­სუ­ლი წარ­სულ­ში. გა­თა­ვი­სუფ­ლდით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან; ყვე­ლაფ­რის­გან, რაც სი­ა­მოვ­ნე­ბას აღარ გა­ნი­ჭებთ. ნუ გა­ე­კი­დე­ბით იმას, რაც თქვენ­გან მი­დის, პი­რი­ქით, გა­უ­თა­ვი­სუფ­ლეთ ად­გი­ლი ახალს. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 17-21 ნო­ემ­ბრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

    მშვილ­დო­სა­ნი
    სა­ინ­ტე­რე­სო ცვლი­ლე­ბე­ბის დრო და­გიდ­გათ. უნდა გა­მო­უ­თა­ვი­სუფ­ლოთ ად­გი­ლი ყვე­ლა­ფერ ძველს, უსარ­გებ­ლოს, რათა და­ი­წყოთ ახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, კე­თე­ბა. მი­ი­ღებთ შე­დეგს ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­გან. თუ იყა­ვით იზო­ლა­ცი­ა­ში ან და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­დით, გა­მოხ­ვალთ იზო­ლა­ცი­ი­დან. გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით უსარ­გებ­ლოს­გან. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სამ­სა­ხუ­რი, ურ­თი­ერ­თო­ბა, და­ა­ვა­დე­ბა. ზო­გი­ერ­თი კი ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­და­წყვეტს წას­ვლას. გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით ფი­ნან­სუ­რი და მო­რა­ლუ­რი ვა­ლე­ბის­გან. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ წმინ­და ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, ლოც­ვა. იმა­ტებს უჩ­ვე­უ­ლო მო­მენ­ტე­ბი თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თუ ფა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ, ან და­ა­ას­რუ­ლებთ, ან გა­მო­ამ­ჟღავ­ნებთ.

    თხის რქა
    ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს სო­ცი­უ­მის სფე­როს. ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლით პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში - გა­და­წყვეტთ, გა­აგ­რძე­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა, თუ წერ­ტი­ლი და­უს­ვათ. მო­მა­ვალ მე­წყვილს შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებ­მა შე­გახ­ვედ­რონ ან ინ­ტერ­ნეტ­ში გა­იც­ნოთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა და­ას­რუ­ლოთ ინ­ტერნტპ­რო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა გა­მოხ­ვი­დეთ ჯგუ­ფი­დან, თუ ის აღარ შე­ე­სა­ბა­მე­ბა თქვენს ინ­ტე­რე­სებს, გა­წყვი­ტოთ კავ­ში­რი თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან. მი­ი­ღოთ შე­დე­გი ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­გან. შე­გეც­ვლე­ბათ სა­მე­გობ­რო წრე; ზო­გი­ერთს და­ემ­შვი­დო­ბე­ბით. მი­ი­ღებთ შე­დეგს, აგის­რულ­დე­ბათ სურ­ვი­ლი, მი­ზა­ნი. ახა­ლი ბავ­შვე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში: ნათ­ლუ­ლი, გერი. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 15-19 იან­ვრის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

    მერ­წყუ­ლი
    ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ე­ხე­ბა თქვენს კა­რი­ე­რულ სფე­როს. შე­იც­ვლით სტა­ტუსს, მი­ი­ღებთ შე­დეგს, თა­ნამ­დე­ბო­ბას ან გა­და­წყვეტთ, სამ­სა­ხუ­რი­დან, ბიზ­ნე­სი­დან წა­მოს­ვლას ან პენ­სი­ა­ში გახ­ვალთ. შე­გეც­ვლე­ბათ სტა­ტუ­სი: თუ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ხართ შე­იძ­ლე­ბა გან­ქორ­წინ­დეთ ან და­ა­კა­ნონთ თქვე­ნი კავ­ში­რი. მი­ი­ღებთ მემ­კვიდ­რე­ო­ბას, გა­დახ­ვალთ სა­ცხოვ­რებ­ლად მდიდ­რულ ბი­ნა­ში, პრეს­ტი­ჟულ უბან­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ელით თქვენს მშობ­ლებს. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 13-18 თე­ბერ­ვლის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

    თევ­ზე­ბი
    სა­სი­ა­მოვ­ნო ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ. თუ სა­ზღვარ­გა­რეთ აპი­რებ­დით გამ­გზავ­რე­ბას სწავ­ლის, მოგ­ზა­უ­რო­ბის ან ცხოვ­რე­ბის მიზ­ნით, სა­სურ­ველ შე­დეგს მი­ი­ღებთ. გა­იც­ნობთ უცხო­ელს, რო­მე­ლიც შეც­ვლის თქვენს ცხოვ­რე­ბას. გა­და­წყვეტთ უმაღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბას ან და­ას­რუ­ლებთ სწავ­ლას და და­ი­წყებთ პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას, შექ­მნით თქვენს სას­წავ­ლო პროგ­რა­მას. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა წე­რას­თა­ნაა კავ­შირ­ში, შე­იძ­ლე­ბა და­ი­ბეჭ­დოს თქვე­ნი სტა­ტია, გა­მოს­ცეთ წიგ­ნი. თუ იუ­რი­დი­ულ სა­ბუ­თებს აგ­რო­ვებთ ან სა­სა­მარ­თლო­ში გაქვთ შე­ტა­ნი­ლი სარ­ჩე­ლი, მი­ი­ღებთ შე­დეგს. გა­ი­გებთ, რომ გე­ყო­ლე­ბათ შვი­ლიშ­ვი­ლი ან მათ ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დე­ბა ცვლი­ლე­ბე­ბი. ზო­გი­ერ­თი შე­წყვი­ტავთ ურ­თი­ერ­თო­ბას მე­უღ­ლის ნა­თე­სა­ვებ­თან. თქვე­ნი მი­ზე­ზით ან თქვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო. ცვლი­ლე­ბებს გან­სა­კუთ­რე­ბით იგ­რძნობთ 15-19 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    67 ნახვა
    14-05-2022, 14:38