7
შოკოლადიანი ბრინჯის ფაფა
  • შოკოლადიანი ბრინჯის ფაფა

    ინგრედიენტები
    მრგვალი ბრინჯი - 200 გ
    წყალი - 300 მლ
    რძე - 500 მლ
    შოკოლადი - 100-150 გ
    შაქარი - გემოვნებით
    ვანილი
    მარილი
    კარაქი - 20 გ

    მომზადების წესები
    ბრინჯი გარეცხეთ და გადაიტანეთ ქვაბში. დაასხით 300 მლ წყალი და წამოადუღეთ. თავდახურული. სითხეს რომ დაიშრობს, დაამატეთ რძე, ვანილი, მწიკვი მარილი და კვლავ განაგრძეთ ხარშვა. სანამ ბრინჯი კარგად არ დარბილდება. ჩაამატეთ კარაქი, დატეხილი შოკოლადი და შაქარი (სურვილის შემთხვევაში). კარგად ამოურიეთ, რომ შოკოლადი ჩადნეს. მიირთვით თბილი, ან ცივი - პუდინგის სახით. გააფორმეთ ხილით
    70 ნახვა
    11-04-2019, 00:23