X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
როგორ მოვამზადოთ სამეფო ბლინები? გულსართის 3 ვარიანტი
  • როგორ მოვამზადოთ სამეფო ბლინები? გულსართის 3 ვარიანტი

    ბლინის ცომი:
    3 ცალი კვერცხი ათქვიფეთ მარილთან ერთად. დაუმატეთ ნახევარი ჭიქა რძე და კვლავ ათქვიფეთ. ჩაყარეთ 0,5 ჩ/ჭ ფქვილი და ათქვიფეთ ერთგვაროვან მასის მიიღებამდე. კარგად გაახურეთ ტაფა, წაუსვით ცხიმი და დაასხით ცომი თხელ, თანაბარ ფენად. შეწვით თითოეული ბლინი ორივე მხრიდან. წაუსვით გამომცხვარ ბლინებს კარაქი.
    ახლა კი შემოგთავაზებთ გულსართის რამდენიმე ვარიანტს:
    ინგრედიენტები
    პირველი ვარიანტი:
    საქონლის ხორცი - 350 გ
    ხახვი - 2 თავი
    კარაქი - შესაწვავად
    მარილი და პილპილი - გემოვნებით
    მეორე ვარიანტი:
    კვერცხი მოხარშული - 6 ცალი
    არაჟანი
    მაიონეზი
    მწვანე ხახვი
    კამა
    მარილი და პილპილი - გემოვნებით
    მესამე ვარიანტი:
    ქამა სოკო - 500 გ
    ხახვი 1 მოზრდილი
    ფქვილი - 2 ს/კ
    არაჟანი - 2 ს/კ
    რძე - 1,5 ჭიქა
    მარილი და პილპილი - გემოვნებით

    მომზადების წესები

    1) ხორცის გულსართით


    350 გ მოხარშული ხორცი დაჭერით წვრილად,შეურიეთ კარაქში შემწვარი ხახვი,შემდგომ კი დაუმატეთ მარილი და პილპილი.


     



     


    2) კვერცხის გულსართით


    წვრილად დაჭრილ კვერცხს დავუმატოთ ასევე წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი,არაჟანი,მაიონეზი, მარილი , პილპილი და თუ სურვილი გექნებათ,კამა.


     



     


    3) სოკოს გულსართით


    ქამა სოკო და ხახვი შევწვათ ზეთში.დავუმატოთ ფქვილი და ავურიოთ კარგად. ამის შემდგომ დაუმატეთ არაჟანი და რძე.მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.


     


    242 ნახვა
    13-04-2019, 00:36