X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
გურამიშვილზე მანქანა გატეხეს
  • გურამიშვილზე მანქანა გატეხეს

    ქურდობის მორიგი შემთხვევა - თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ავტომობილი გატეხეს.

    როგორც დაზარალებულმა რუსთავი2-ს განუცხადა, მანქანიდან წაღებულია ქურთუკი და ავტომობილის სარემონტო ხელსაწყოების ნაკრები.

    ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

    დაზარალებულის თქმით, გურამიშვილის გამზირზე ბოლო დღეებში ქურდობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
    100 ნახვა
    13-04-2019, 09:57