7
მოხარშული კრემი კვერცხის გულებით
  • მოხარშული კრემი კვერცხის გულებით

    ინგრედიენტები

    კვერცხის გული - 6 ცალი
    რძე - 500 მლ
    შაქარი - 5 ს/კ
    სახამებელი ან ფქვილი - 2 ს/კ
    ვანილის ჩხირი - 1 ცალი


    მომზადების წესები
    ათქვიფეთ კვერცხის გულები 1/3 შაქართან ერთად, დაუმატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ.

    ჩაასხით სქელძირიან ქვაბში რძე, გაჭერით ვანილის ჩხირი სიგანეზე, დანის წვერით ამოუყარეთ თესლი და ჩაყარეთ რძეში, ჩააგდეთ ჩხირიც, დაუმატეთ დარჩენილი შაქარი და დადგით ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე. ამოიღეთ ვანილის ჩხირები.

    ხოლო ცხელი რძე წვრილი ნაკადით ჩაუშვით კვერცხის გულებისა და შაქრის მასაში, თან შეუჩერებლად ურიეთ. ეცადეთ, არ დარჩეს შეკრული ფქვილი.

    შემდეგ საწურის მეშვეობით ჩაუშვით რძის ქვაბში, დადგით საშუალო ცეცხლზე და თქვიფეთ ხელის ზამბარით, სანამ მასა არ გასქელდება. როცა მასას ზედაპირზე ბუშტუკები გაუჩნდება, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2 წუთი და გადმოდგით. გადაიტანეთ კრემი ჯამში.

    იმისათვის, რომ კრემმა ზედაპირზე აპკი არ გაიკეთოს, დააფინეთ ზედ საკვების შესაფუთი ცელოფანი და ხელით ოდნავ დატკეპნეთ, რომ კარგად აეკრას კრემს.
    74 ნახვა
    14-04-2019, 00:44