X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
შემწვარი ბადრიჯანი და პომიდორი ზამთრისთვის. მოამზადეთ სწრაფად საყვარელი კერძით
  • შემწვარი ბადრიჯანი და პომიდორი ზამთრისთვის. მოამზადეთ სწრაფად საყვარელი კერძით

    ზამთარში არაერთხელ გაიხსენებთ ამ რჩევას, რადგან გემრიელად მიირთმევთ იმ პროდუქტებით მომზადებულ საყვარელ კერძს, რომელსაც წინასწარ საგანგებო წესით შეინახავთ.
    ინგრედიენტები
    ბადრიჯანი - 1 კგ
    პომიდორი - 1 კგ
    ზეთი - 3 ს/კ
    ნიორი - 1 თავი
    მარილი - 1 ს/კ

    მომზადების წესი:
    გასაყინად შეარჩიეთ ლამაზი და მკვრივი ბოსტნეული.
    დაჭერით ბადრიჯანი წრეებად, დაამარილეთ და დაასხით ადუღებულ წყალი 10 წუთით.
    პომიდორიც დაჭერით წრეებად, ხოლო ნიორი დაჭყლიტეთ.
    გადაუღვარეთ ბადრიჯანს წყალი და დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა გაშრეს.
    შემდეგ შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
    დრიჯნის თითოეულ წრეზე დაადეთ დაჭყლეტილი ნიორი და პომიდვრის ერთი ნაჭერი.
    ასე აწყობილი ბოსტნეული ფრთხილად მოათავსეთ გასაყინ ტომარაში ან კონტეინერში, ჰერმეტულად დახურეთ და მოათავსეთ საყინულეში.
    როცა მოგესურვებათ კერძის სწრაფად მომზადება, გამოიღეთ, გაალღვეთ და მაგალითად, მოაყარეთ უბრალოდ გახეხილი ყველი, შედგით ღუმელში და გამოაცხვეთ.
    135 ნახვა
    14-04-2019, 00:47