7
თევზის გუფთები არომატულ სოუსში
  • თევზის გუფთები არომატულ სოუსში

    ინგრედიენტები
    ნიორი - 2 კბილი
    ხახვი - 1
    პამიდორი - 450 გ
    სოუსი
    ოხრახუში - 1 კონა
    მარილი და პილპილი
    პურის ნაჭერი - 1-2
    ნიორი - 3 კბილი
    ხახვი - 1
    თევზის ფილე - 1 კგ
    წითელი წიწაკა, დაფქული
    ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
    1 ლიმონის წვენი
    მარილი და პილპილი

    მომზადების წესები
    ხორცსაკეპში გავატაროთ თევზი, ხახვი, დამბალი პური, ნიორი და მწვანილი. დავამატოთ მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. სველი ხელებით გავაკეთოთ კაკლის ზომის ბურთები.

    სოუსისთვის ტაფაზე მოვშუშოთ ხახვი და ნიორი, დავამატოთ დაჭრილი პამიდორი, წიწაკა, ლიმონის წვენი წამოვადუღოთ, ჩავალაგოთ შიგნით გუფთები და ვშუშოთ 10-12 წუთი. ბოლოს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მწვანილი
    61 ნახვა
    15-04-2019, 00:59