X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
თეონა იამანიძის ნაშრომების გამოფენა საქართველოს საკონსულოში, ნიუ-იორკში
  • თეონა იამანიძის ნაშრომების გამოფენა საქართველოს საკონსულოში, ნიუ-იორკში

    2019 წლის 18 აპრილს საქართველოს საკონსულოში, ქალაქ ნიუ-იორკში, ახალგაზრდა ქართველი მხატვრის თეონა იამანიძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
    მხატვარი დაიბადა და გაიზარდა მოსკოვში ქართულ ოჯახში. 2009 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერის განხრით. მან სწავლა განაგრძო საზღვარგარეთ და სწავლის პროცესში მიენიჭა მრავალი პრესტიჟული სტიპენდიები, მათ შორის ფულბრაიტის და მასკის პროგრამების გრანტები. 2018 წელს თ. იამანიძემ დაამთავრა სირაკუსის უნივერსიტეტის ფერწერის მაგისტრატურის პროგრამა. მხატვარს ბევრ საერთაშორისო გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მისი ნამუშევრები განთავსებულია საჯარო და კერძო კელექციებში. ამჟამად, ის ცხოვრობს ნიუ-იორკში და მხატვრობის გარდა კურატორულ საქმიანობასაც ეწევა.

    ექპოზიციაზე, სახელწოდებით “ყოფნა” წარმოდგენილი იქნა მხატვრის მიერ ამერიკაში მოღვაწეობის პერიოდში შექმნილი ნამუშევრები. თეონა იამანიძის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია დიდი ფორმატის ფერწერული ტილოები, რომლებიც ფსიქოლოგიური სიღრმით გამოირჩევიან. ხელოვანი იკვლევს ისეთ თემებს როგორიცაა იდენტურობა, კოლექტიური მეხსიერება, დევნილობა და გაუცხოება. მის ნამუშევრები ხშირად გამოსახულია ქალები, რომლებიც დაზარალდნენ კონფლიქტის გამო ან ტრავმატული შემთხვევების გადატანის შედეგად.

    გამოფენის კურატორია მარიამ ოთხმეზური ჩარლტონი.

    საღამოს ორგანიზატორი საქართველოს საკონსულო ნიუ-იორკში და ჩვენი კონსული, ქალბატონი - დიანა ჟღენტი.

    თეონა იამანიძის ნაშრომების გამოფენა საქართველოს საკონსულოში, ნიუ-იორკში





    ავტორი: ცისნამი საყვარლიშვილი
    243 ნახვა
    18-04-2019, 18:19