GOGA.TV
ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის "ყველა საშუალება გამოიყენეთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ"
  • ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის "ყველა საშუალება გამოიყენეთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ"

    გახ­შირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი და რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი. მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში იმა­ტებს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ეცა­დეთ, თქვენ გვერ­დით ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყოს. ეს ეხე­ბა რო­გორც საქ­მი­ან პარტნი­ორს, ისე სა­სიყ­ვა­რუ­ლოს. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­აგ­ვა­რეთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს. მი­ი­ღებთ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს, დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ა­ფორ­მეთ საქ­მი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი.

    ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
    უამ­რა­ვი საქ­მე და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გექ­ნე­ბათ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი. თა­ვად იქ­ნე­ბით აქ­ტი­უ­რი და მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი შე­ნე­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ამის გამო არ იკა­მა­თოთ. ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ. და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი სამ­სა­ხურ­სა და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებს შო­რის. ამას­თან, გირ­ჩევთ, არ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, სა­ნამ მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან არ გა­მო­ვა. პე­რი­ო­დუ­ლად და­ის­ვე­ნეთ, თო­რემ ზედ­მე­ტი დატ­ვირ­თვა უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. კარ­გი თვე გე­ლო­დე­ბათ, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. თუ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე და­გი­ბა­რე­ბენ, ეცა­დეთ, თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნოთ. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ სამ­სა­ხუ­რის გრა­ფი­კი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ კვალ­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე დას­წრე­ბა. 13 ივ­ნი­სის შემ­დეგ გახ­შირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი. კო­ლე­გე­ბის­გან უფრო მეტ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებთ.

    სიყ­ვა­რუ­ლი
    ივ­ნი­სი ნაც­ნო­ბო­ბის თვეა. თუ ვინ­მეს გაც­ნო­ბა ან თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­თან და­ახ­ლო­ე­ბა გსურ­დათ, გა­აქ­ტი­ურ­დით. თვის და­სა­წყის­ში ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა კო­ლე­გას­თან გა­ა­ბათ რო­მა­ნი. გა­მო­ნა­ხეთ დრო ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, და­ეხ­მა­რეთ ნა­თე­სა­ვებს. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი; ისიც სიყ­ვა­რუ­ლით გი­პა­სუ­ხებთ. ამას­თან, არ გირ­ჩევთ წვრილ­მა­ნებ­ზე კა­მათს. 23 ივ­ნი­სის შემ­დეგ მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში. სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბით მათ­თვის. თუ გა­ბუ­ტუ­ლი ხართ, შე­რიგ­დე­ბით. მარ­ტო­ხე­ლებს მო­გე­მა­ტე­ბათ იმ ადა­მი­ან­თან და­წყვი­ლე­ბის შან­სი, ვინც თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა.

    ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
    სა­კუ­თარ და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოთ. გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­გირ­თულ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ამას­თან, ეცა­დეთ, ზედ­მეტ­მა ზრუნ­ვამ არ გა­გირ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან. და­ი­წყეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ვარ­ჯი­ში, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

    14 ივ­ნი­სის შემ­დეგ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი მე­ტად მომ­თხოვ­ნე­ბი გახ­დე­ბი­ან თქვენ მი­მართ. თა­ვა­დაც იყა­ვით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ არა­ფე­რი გა­მოგრჩეთ, და­გა­ვი­წყდეთ. მი­ი­ღებთ იმას, რაც გსურ­დათ. და­ას­რუ­ლეთ ერთ ეტაპს, პრო­ექტს, მკურ­ნა­ლო­ბის კურსს.

    29 ივ­ნი­სის შემ­დეგ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ პარტნი­ო­რის ხარ­ჯზე. შე­იძ­ლე­ბა პარტნი­ორ­თან ერ­თად და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ კრე­დი­ტის აღე­ბა ან და­იბ­რუ­ნოთ ვალი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    65 ნახვა
    20-05-2022, 15:41