GOGA.TV
მარსი ვერძში: მოიმატებს სითამამე, რისკი; ადამიანები მეტად დააფასებენ იმას, რასაც მოიპოვებენ ბრძოლით, პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის
  • მარსი ვერძში: მოიმატებს სითამამე, რისკი; ადამიანები მეტად დააფასებენ იმას, რასაც მოიპოვებენ ბრძოლით, პროგნოზი ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნისთვის

    მარ­სი თა­ვის ნი­შან­ში, ბრუნ­დე­ბა და 24 მა­ი­სი­დან 5 ივ­ლი­სამ­დე ვერ­ძში იქ­ნე­ბა. ას­ტრო­ლო­გი­ა­ში მარსს მცი­რე უბე­დუ­რე­ბის პლა­ნე­ტად მი­იჩ­ნე­ვენ, საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლი ენერ­გი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი, ომის პლა­ნე­ტაა. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მარ­სის ვერ­ძში ყოფ­ნის დროს მო­ი­მა­ტებს და­ძა­ბუ­ლო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა, აგ­რე­სი­უ­ლო­ბაც კი გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მე­გობ­რებ­თან, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან, შვი­ლებ­თან და სა­კუ­თარ თავ­თა­ნაც კი, თით­ქოს გა­უ­წყრე­ბით თავს, რომ უფრო მეტს არ აღ­წევთ, არ აქ­ტი­უ­რობთ სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. გირ­ჩევთ, მარ­სი­ა­ნუ­ლი ენერ­გია მხო­ლოდ კე­თილ საქ­მე­ებს მო­ახ­მა­როთ. ნუ აი­ღებთ სა­კუ­თარ თავ­ზე ზედ­მეტ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, არ გირ­ჩევთ გმი­რო­ბებს; ნუ ეც­დე­ბით ყვე­ლას გა­დარ­ჩე­ნას. ამას­თან, ხან­და­ხან ეს აგ­რე­სი­აც უნდა გა­მოვ­ლინ­დეს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა ივ­სე­ბა; ატა­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია.

    მარ­სის ვერ­ძში ყოფ­ნის დროს მო­ი­მა­ტებს მარ­სი­ა­ნუ­ლი ენერ­გია (კარ­გიც და ცუ­დიც), გახ­შირ­დე­ბა ინი­ცი­ა­ტი­ვის გა­მოვ­ლე­ნა, მო­ი­მა­ტებს სი­თა­მა­მე, რის­კი. ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად და­ა­ფა­სე­ბენ იმას, რა­საც მო­ი­პო­ვე­ბენ ბრძო­ლით, კონ­კუ­რენ­ცი­ით, სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვით. გაფრ­თხილ­დით, და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის­გან. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მოკ­ლე­ვა­დი­ან პრო­ექ­ტებს, ნუ­რა­ფერს სე­რი­ო­ზულს და დიდხ­ნი­ანს ამ პე­რი­ოდ­ში ნუ და­ი­წყებთ. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოვ­ლე­ნა და თუ პი­რად რუ­კა­ში მარ­სის და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბი აქვთ, კა­მა­თი, საქ­მე­ე­ბის გარ­კვე­ვა, შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა, მუშ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ. მარ­სი იმ­პულ­სუ­რი პლა­ნე­ტაა და იყა­ვით ფრთხი­ლად, რომ უბ­რა­ლო შე­კა­მა­თე­ბა ტრავ­მით არ დას­რულ­დეს.

    კარ­გი ისაა, რომ მარ­სი ვერ­ძში ყოფ­ნის დროს შე­უ­ერ­თდე­ბა ვე­ნე­რას. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი 24-28 მა­ისს. ორი­ვე გენ­დერუ­ლი პლა­ნე­ტაა. მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი, გახ­შირ­დე­ბა პა­ემ­ნე­ბი. ამას­თან, თუ რუ­კა­ში მარ­სი-ვე­ნე­რას და­ძა­ბუ­ლი ას­პექ­ტე­ბი გაქვთ, გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­გირ­თულ­დეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­წყვი­ტოს კი­დეც კავ­ში­რი. მარ­სი მა­მა­კა­ცუ­რი პლა­ნე­ტაა და საფრ­თხე წა­მო­ვა მა­მა­კა­ცე­ბის­გან.

    29 მა­ისს, მარ­სი იუ­პი­ტერს შე­უ­ერ­თდე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მარსმა მთე­ლი თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და უნა­რე­ბი გა­ათ­მა­გე­ბუ­ლად გა­მო­ავ­ლი­ნოს. ამას­თან, იუ­პი­ტე­რი გარ­და იმი­სა, რომ არის გა­ფარ­თო­ე­ბის, დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის პლა­ნე­ტაა, არის კი­დევ უცხო­ე­თის, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კის აღმნიშ­ვნე­ლი პლა­ნე­ტა და მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქტს უცხო­ე­ლებ­თან, სა­ზღვარ­გა­რეთ, ნუ გა­ამ­წვა­ვებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს.

    საფრ­თხი­ლო დღეა პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი, როცა მარ­სი ლი­ლიტს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. უმ­ჯო­ბე­სია პლუს/მი­ნუს 2 დღე გაფრ­თხილ­დეთ. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყა­ვით, ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­სი ყვე­ლა ბნე­ლი მხა­რე გა­მო­ავ­ლი­ნოს. გახ­შირ­დეს აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, სი­ძულ­ვი­ლი, ბო­რო­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი. 5 ივ­ლისს, და­ძა­ბუ­ლი დღეა - მარ­სი და პლუ­ტო­ნი უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ყვე­ლა სფე­რო­ში, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას. აგ­რე­სი­უ­ლი და და­უნ­დო­ბე­ლი დღეა. შე­იძ­ლე­ბა მი­უბ­რუნ­დეთ ძველ სი­ტუ­ა­ცი­ებს და მო­გინ­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვა, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ მო­გი­წო­დებთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბი­სა და გო­ნი­ე­რე­ბის­კენ.

    წა­ი­კი­თხეთ პროგ­ნო­ზი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის მი­ხედ­ვით, რათა იცო­დეთ, რა სფე­რო­ებ­ში უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ სიფრ­თხი­ლე და სად გმარ­თებთ თავ­და­ჭე­რა.

    ვერ­ძი
    მარ­სი თქვე­ნი ნიშ­ნის მმარ­თვე­ლია და ვერ­ძში იქ­ნე­ბა 24 მა­ი­სი­დან 5 ივ­ლი­სამ­დე. მო­გე­მა­ტე­ბათ ენერ­გია, მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა, მო­გინ­დე­ბათ აქ­ტი­უ­რო­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ვლა. სა­კუ­თარ თავს გა­მოც­დას მო­უ­წყობთ გამ­ძლე­ო­ბა­ზე, შე­გიძ­ლი­ათ თუ არა. იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის, ტე­რი­ტო­რი­ის დაც­ვა, მაგ­რამ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად, ყო­ველ­გვა­რი აგ­რე­სი­ის გა­რე­შე. არ გირ­ჩევთ ფი­ზი­კუ­რი აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნას, აი, ზო­მი­ე­რი ვარ­ჯი­ში კი კარ­გია. გა­უფრ­თხილ­დით თავს, სა­ხეს, ნუ გა­დად­გამთ და­უ­ფიქ­რე­ბელ ნა­ბიჯს, ნუ მი­ი­ღებთ და­უ­ფიქ­რე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. არ გა­ი­ფუ­ჭოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. გარ­და ამი­სა, სა­ნამ მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია, ნუ და­ი­წყებთ ახალ საქ­მე­ებს, უმ­ჯო­ბე­სია, უკვე და­წყე­ბუ­ლე­ბი და­ას­რუ­ლოთ.

    კურო
    ზო­გი­ერ­თი საქ­მის გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა მო­გინ­დე­ბათ ან სხვე­ბის­გან მა­ლუ­ლად, და­მო­უ­კი­დებ­ლად კე­თე­ბა. შე­იძ­ლე­ბა კარ­გად უნდა გა­ერ­კვეთ სა­კუ­თარ თავ­ში, სურ­ვი­ლებ­ში და მერე გა­მო­ამ­ჟღავ­ნოთ. გან­სა­კუთ­რე­ბით 5 ივ­ლი­სის შემ­დეგ, როცა მარ­სი თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დნენ კონ­კუ­რენ­ტე­ბი, ფა­რუ­ლი მტრე­ბი. მო­ე­რი­დეთ გა­ურ­კვე­ველ და ფა­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, საქ­მე­ებს. შე­იძ­ლე­ბა სხვე­ბის­გან მა­ლუ­ლად და­ი­წყოთ სა­ზღვარ­გა­რეთ გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა ასა­კით უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა.

    ტყუ­პი
    მო­გინ­დე­ბათ სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნეტპ­რო­ექ­ტებს მი­უბ­რუნ­დეთ, გა­აგ­რძე­ლოთ. გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან, ერ­თად შე­გიძ­ლი­ათ პრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას მე­გობ­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან ერ­თად შეძ­ლებთ. არა­ფე­რი რომ არ და­გა­ვი­წყდეთ ან გა­მოგრჩეთ, ჩა­მო­წე­რეთ ყო­ვე­ლი დღის გან­რი­გი. არ გირ­ჩევთ მე­გობ­რებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას. ნუ მი­ი­ღებთ და­უ­ფიქ­რე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს; უხე­შად ნუ ჩა­ე­რე­ვით მე­გობ­რე­ბის საქ­მე­ებ­ში, ცხოვ­რე­ბა­ში.

    კირჩხი­ბი
    მო­გინ­დე­ბათ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა ან შე­იძ­ლე­ბა ისე­თი პრო­ექ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ. სა­უ­კე­თე­სო დროა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან, სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. მარ­ტო­ხე­ლა ქალ­ბა­ტო­ნებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ; წარ­მა­ტე­ბულ ან პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ან­თან. თუ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი უკვე გყავთ, და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვეტთ. თუ პი­რად რუ­კა­ში მარ­სის ნე­გა­ტი­უ­რი ას­პექ­ტი გაქვთ, გაფრ­თხილ­დით არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან, უფ­როს­თან, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყა­ვით, რომ სამ­სა­ხურ­ში არ მი­ი­ღოთ ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა.

    ლომი
    ზო­გი­ერთ მოვ­ლე­ნა­ზე, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ სა­კი­თხზე შე­გეც­ვლე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, რომ მი­ი­ღოთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა ან უკვე დიპ­ლო­მი. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას, სა­მოგ­ზა­უ­როდ გამ­გზავ­რე­ბას. შე­იძ­ლე­ბა უცხო­ეთ­ში გა­და­წყვი­ტოთ ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბა. თუ თქვე­ნი სფე­რო პე­და­გო­გი­კა ან ლი­ტე­რა­ტუ­რაა, შე­ად­გენთ ახალ სას­წავ­ლო პროგ­რა­მას, თა­ვად გა­მოს­ცემთ წიგნს, ან სხვას და­ეხ­მა­რე­ბით წიგ­ნის და­ბეჭდ­ვა­ში. არ გირ­ჩევთ რჩე­ვე­ბის გა­ცე­მას, თუ არ გთხო­ვენ; სა­კუ­თა­რი აზ­რის ჯი­უ­ტად მტკი­ცე­ბას. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მგზავ­რო­ბი­სას.

    ქალ­წუ­ლი
    გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. შე­იძ­ლე­ბა სხვებ­საც და­ეხ­მა­როთ ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მიღ­წე­ვა­ში; გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ბან­კო, სა­და­ზღვე­ვო თე­მას­თან. გა­და­წყვეტთ კრე­დი­ტის აღე­ბას, ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბას. ამ შემ­თხვე­ვა­ში გირ­ჩევთ, ერ­თგულ პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­წევ­რი­ან­დეთ. სა­უ­კე­თე­სო დროა მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის და­სა­ნერ­გა­ვად; მო­ე­რი­დეთ ექ­სტრიმს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­წყვი­ტოთ ურ­თი­ერ­თო­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან, თუ ხვდე­ბით, რომ კავ­ში­რი თქვენ­ზე ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს; ან პარტნი­ო­რის ღა­ლა­ტის გამო.

    სას­წო­რი
    გაფრ­თხილ­დით, რომ არ და­გე­ძა­ბოთ ურ­თი­ერ­თო­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან, პარტნი­ო­რებ­თან; მო­ე­რი­დეთ კა­მათს, ურ­თი­ერ­თო­ბის გარ­კვე­ვას. შე­იძ­ლე­ბა გა­აქ­ტი­ურ­დნენ კონ­კუ­რენ­ტე­ბი და მაქ­სი­მა­ლუ­რად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად იმოქ­მე­დეთ. საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან ან კლი­ენ­ტებ­თან იყა­ვით ზო­მი­ე­რი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი. თუ გსურთ, გა­მო­ი­ყე­ნეთ მარ­სის ენერ­გია, რომ გახ­დეთ ლი­დე­რი; მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს. გან­სა­კუთ­რე­ბულ დაკ­ვირ­ვე­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ღა­ლა­ტი.

    მო­რი­ე­ლი
    მარ­სი აქ­ტი­უ­რო­ბას და ენერ­გი­უ­ლო­ბას მო­გი­ტანთ. დაგ­რო­ვილ საქ­მე­ებს და უსი­ა­მოვ­ნე­ბებს იო­ლად გა­უმკლავ­დე­ბით. სამ­სა­ხურ­ში გახ­დე­ბით სა­უ­კე­თე­სო თა­ნამ­შრო­მე­ლი, მაგ­რამ ამას­თან, მო­ე­რი­დეთ კო­ლე­გებ­თან კა­მათს. წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლებთ პრო­ექტს. სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღებთ და­მა­ტე­ბით ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, საქ­მე­ებს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ბათ რო­მა­ნი კო­ლე­გას­თან. გაფრ­თხილ­დით, რომ არ და­ზი­ან­დეთ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­გან, არ გა­გირ­თულ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, ზო­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა. სა­ნამ მარ­სი ვერ­ძში იქ­ნე­ბა, ქი­რურ­გი­ულ ოპე­რა­ცი­ებს ნუ და­ნიშ­ნავთ.

    მშვილ­დო­სა­ნი
    მე­გობ­რებ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა მო­გინ­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თოთ სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში ან და­ეს­წროთ ასე­თებს. მარ­ტო­ხე­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, რომ და­წყვილ­დეთ. არ­სე­ბულ პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გახ­დე­ბა მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი გა­ა­ბათ. გა­მო­ნა­ხავთ დროს ჰო­ბის­თვის, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. თუ გაქვთ უკვე ნა­მუ­შევ­რე­ბი, აჩ­ვე­ნეთ გარ­შე­მო მყო­ფებს. შე­იძ­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბაც კი მო­გი­ტა­ნოთ. თუ შვი­ლე­ბი გყავთ, არ გირ­ჩევთ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ძაბ­ვას, კა­მათს. პი­რი­ქით, და­უ­მე­გობ­რდით მათ.

    თხის რქა
    გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, შინ მეტი კომ­ფორ­ტი შე­იქ­მნათ. და­ი­წყებთ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას, ბი­ნის რე­მონტს. გირ­ჩევთ, და­ა­ლა­გოთ პი­რა­დი ნივ­თე­ბი და ახალმთვა­რე­ო­ბამ­დე მო­ი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი უსარ­გებ­ლო. თუ მი­წის ნაკ­ვე­თი გაქვთ, და­ა­მუ­შა­ვეთ, დარ­გეთ. გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი ნა­თე­სა­ვებ­თან. შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი გა­აც­ნოთ ოჯა­ხის წევ­რებს. ან შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­და­წყვი­ტოთ და­ო­ჯა­ხე­ბა, თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. არ გირ­ჩევთ კა­მათს მშობ­ლებ­თან, პი­რი­ქით, მე­ტად იზ­რუ­ნეთ მათ­ზე.

    მერ­წყუ­ლი
    გახ­შირ­დე­ბა მი­მოს­ვლა, კო­მუ­ნი­კა­ცია, კონ­ტაქ­ტე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, მო­ი­ცი­ლოთ არაფ­რის­მომ­ტა­ნი კავ­ში­რე­ბი და უპი­რა­ტე­სო­ბა სარ­გებ­ლი­ანს მი­ა­ნი­ჭოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­წე­რა, თუნ­დაც ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვა ის­წავ­ლეთ; კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა; აით­ვი­სეთ ახა­ლი პროგ­რა­მე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. გა­აქ­ტი­ურ­დით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რეკ­ლა­მას­თან, პი­არ­თან, ვაჭ­რო­ბას­თან. სა­ნამ მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია (3 ივ­ნი­სამ­დე), არ გირ­ჩევთ ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნას. გაფრ­თხილ­დით, რომ სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა რა გა­და­ი­ზარ­დოს ხელ­ჩარ­თულ ბრძო­ლა­ში. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მგზავ­რო­ბის დრო­საც; თუ მძღო­ლი ხართ, შე­ა­მოწ­მეთ ავ­ტო­მო­ბი­ლი.

    თევ­ზე­ბი
    მარ­სი მო­გიყ­ვანთ ახალ პარტნი­ორს ან კლი­ენტს (სა­ვა­რა­უ­დოდ მა­მა­კაცს, რად­გან მა­მა­კა­ცუ­რი პლა­ნე­ტაა), რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა და­ქორ­წინ­დეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ ადა­მი­ან­ზე. თა­ვა­დაც მო­გინ­დე­ბათ გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რომ მი­ი­ღოთ ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი. გა­დად­გით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, რომ გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი ბიზ­ნე­სი. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ხელ­საქ­მით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი (გირ­ჩევთ, 3 ივ­ნი­სის შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­დეთ, როცა მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლი­დან გა­მო­ვა). კარ­გი იქ­ნე­ბა ფუ­ლის და­ბან­დე­ბა ინ­სტრუ­მენ­ტებ­ში. გაფრ­თხილ­დით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მჭრელ და ბასრ საგ­ნებ­თან, აა­ლე­ბად ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან. არ გირ­ჩევთ ფუ­ლის გამო კა­მათს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    59 ნახვა
    22-05-2022, 14:35