GOGA.TV
23-29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 23-29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    გარშემო მყოფების მიმართ მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ტყუილში გამოიჭიროთ. მათ მიმართაც კი გამოავლინეთ დიპლომატია. იყავით დაკვირვებული მგზავრობისას. მარტოხელებს ახალი რომანტიკული პარტნიორი გამოგიჩნდებათ.

    კურო
    არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან; არ გირჩევთ საკუთარი სიმართლის აგრესიულად მტკიცებას. თუ უძილობა გაწუხებთ, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. უქმეები საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.

    ტყუპი
    სამსახურში მეტად გამოავლინეთ ინიციატივა; კოლეგებს გააცანით თქვენი იდეები. ამასთან, ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება. გართობაზე
    ნუ დახარჯავთ ბევრ ფულს, ნუ გადავარდებით ვალებში.

    კირჩხიბი
    მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას; დაშვებული შეცდომების გამოსწორებას. გაგიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. კარგი იქნება, თუ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ გაემგზავრებით დასასვენებლად. თუ ხვდებით, რომ ურთიერთობაში ჰარმონია დაირღვა, გამონახეთ დრო საყვარელი ადამიანისთვისაც.

    ლომი
    თანამოაზრეებთან შეხვედრის და მიმდინარე საკითხების განხილვის კვირაა. გაგიჩნდებათ ახალი მეგობარი, რომელიც საინტერესო პროექტებს გაგაცნობთ. თავადაც გააქტიურდით სოციალურ ქსელებში. ახალ სიყვარულს შეიძლება მეგობრების დახმარებით შეხვდეთ ან მეგობართან გააბათ რომანი.

    ქალწული
    ნუ იქნებით გულუბრყვილო და ნუ ენდობით ახალგაცნობილებს. არავის გაუმხილოთ პირადი საიდუმლო. წვრილმანებზე კამათის გამო ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. იყავით კეთილგანწყობილი მათ მიმართ, ვინც თქვენგან დახმარებას ელოდება.

    სასწორი
    კარგი პერიოდი გელოდებათ ლიტერატურის, იურისპრუდენციის სფეროს წარმომადგენლებს. უქმეებზე მეგობრებთან ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ ექსკურსიაზე ან პიკნიკზე. მარტოხელებმა შეიძლება რომანტიკული ურთიერთობა გააბათ უცხოელთან.

    მორიელი
    მეტი დაკვირვება გმართებთ ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მოერიდეთ ეჭვიანობის გამო საყვარელ ადამიანთან კამათს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. ზოგიერთის ცხოვრებაში შეიძლება ყოფილი დაბრუნდეს.

    მშვილდოსანი
    გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მშვიდად მოისმინეთ მათი მოსაზრებები, პრეტენზიები. ეცადეთ, ერთად გამონახოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. უქმეები ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ, საინტერესოდ გაატარეთ.

    თხის რქა
    რა საქმითაც უნდა იყოთ დაკავებული, მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, იმუნიტეტის გაუმჯობესებას. კარგი იქნება, თუ რამდენიმე დღით დაისვენებთ, გამოიძინებთ, ძალებს აღიდგენთ. აუცილებელი საქმეები კი ერთგულ კოლეგებს გადააბარეთ. საყვარელი ადამიანის მზრუნველობა სულიერად გაგაძლიერებთ.

    მერწყული
    მიუბრუნდით გადადებულ საქმეებს. ზოგიერთი შეიძლება სპორტულ შეჯიბრებაში ჩაერთოთ. კვირის მეორე ნახევარში შემოქმედებითი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. საყვარელ ადამიანთან ერთად შეადგინეთ საზაფხულო გეგმა.

    თევზები
    კარგად შესრულებული საქმისთვის შექება ღირსეულად მიიღეთ. იოლად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებას, ჰარმონიული ურთიერთობის შექმნას ოჯახის წევრებთან. უქმეებზე ახლობლებს შინ უმასპინძლებთ.

    წყარო: marao.ge
    78 ნახვა
    23-05-2022, 14:31