GOGA.TV
30 მაისს ახალმთვარეობაა - 23-29 მაისის სილამაზის კალენდარი
  • 30 მაისს ახალმთვარეობაა - 23-29 მაისის სილამაზის კალენდარი

    მთვარე კლებადია, საუკეთესო დროა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, რადგან მომდევნო ორშაბათს, 30-ში, ახალმთვარეობას ველოდებით, როცა ახალი საქმეები უნდა დაიწყოთ. კვირის ბოლოს არ გაართულოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, განსაკუთრებით, კვირას. ორშაბათი და სამშაბათი კარგი დღეებია რომანტიკული შეხვედრებისთვის, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

    23 მაისი, მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება. ცუდია ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი. კარგია აუზისა და აბანოს პროცედურები.

    25 მაისი, 01:41-ზე მთვარე ვერძს ესტუმრება. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამის კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გმართებთ
    და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან, აალებად ნივთიერებებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.
    არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-ყურები. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილების მკურნალობას.

    27 მაისი, მთვარე 10:25-დან კუროშია. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად, ზედმეტების მოსაცილებლად. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა.
    კარგია - წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი. მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით); პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    29 მაისი, მთვარე 21:24-ზე გადავა ტყუპში. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს. კარგია სუნთქვითი ვარჯიში.

    წყარო: marao.ge
    63 ნახვა
    23-05-2022, 14:34