7
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი აღსანიშნავი  წვეულება ნიუ-იორკში
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი აღსანიშნავი წვეულება ნიუ-იორკში

    2019 წლის 2 მარტს, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ და ქალბატონმა კონსულმა - დიანა ჟღენტმა, ნიუ-იორკში, “ბოჰემიან ნაციონალურ ჰოლში” საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი აღსანიშნავი წვეულება გამართა.
    საღამოზე მიწვეული იყვნენ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტები და ამერიკელი სტუმრები. წვეულება ქალბატონმა დიანამ გახსნა საზეიმო სიტყვით და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, რომელიც 26 მაისაა. სკაიპის მეშვეობით საქართველოს საგარეო მინისტრმა, ბატონმა - დავით ზალკალიანმა დამსწრე საზოგადოებას მიმართა.
    წვეულებაზე მყოფი სტუმრები ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსმა - საბა ინწკირველმა დალოცა.
    საქართველოს და ამერიკის ნაციონალური ჰიმნები, ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა - ნინი წიკლაურმა შეასრულა, რომელსაც აკომპანიმენტი ირაკლი შარაძემ გაუწია.

    სტუმრებს საშუალება მიეცათ ქართული გემრიელი სამზარეულო დაეგემოვნებინათ.
    ყველაფერმა არაჩვეულებრივად ჩაიარა.
    სტუმრები ნასიამოვნები წავიდნენ.
    “GogaTV” უღრმეს მადლობას უხდის ქალბატონ - დიანა ჟღენტს მიწვევისთვის.
    ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი აღსანიშნავი  წვეულება ნიუ-იორკში







    ავტორი: ცისნამი საყვარლიშვილი
    399 ნახვა