7
ფუნთუშები მოხარშული კრემით - ისეთი ჰაეროვანი, რომ პირში დნება!
  • ფუნთუშები მოხარშული კრემით - ისეთი ჰაეროვანი, რომ პირში დნება!

    ინგრედიენტები
    ფქვილი - 500-600 გ (+1,5 ს/კ კრემისთვის)
    რძე - 2 ჭიქა (1 ჭიქა - ცომში; 1 ჭიქა - კრემში)
    კვერცხი 2 ცალი - (1 ცალი ცომში; 1 ცალი კრემში)
    მშრალი საფუარი - 7 გ
    ზეთი - 1,5 ს/კ + ფრიტიურისთვის
    შაქარი - 0,5 ს/კ ცომში; 1/2 ჭიქა კრემში.
    მწიკვი მარილი
    ვანილი 1 შეკვრა - კრემისთვის
    კონიაკი - ან არაყი 2 ს/კ
    თეთრი შოკოლადი - 60 გ
    შაქრის პუდრა – მოსაყრელად

    მომზადების წესები:
    თბილ რძეში გახსენით საფუარი, მარილი, შაქარი, ზეთი და კონიაკი. აურიეთ და თანთანობით შეურიეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი და გააჩერეთ, რომ აფუვდეს.
    კრემისთვის: ¾ ჭიქა რძე მიიყვანეთ ადუღებამდე. დარჩენილ ცივ რძეში დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და ათქვიფეთ. შეათქვიფეთ ფქვილი. მიღებული მასა ნელ-ნელა, წვრილი ნაკადით ჩაუშვით ადუღებულ რძეში და თან შეუჩერებლად ურიეთ, სანამ არ გასქელდება.
    ცხელ კრემში დაუმატეთ თეთრი შოკოლადი და ურიეთ, სანამ არ გადნება. გააცივეთ კრემი.
    ცომი გაყავით პატარა ნაწილებად. ხელით გააბრტყელეთ, ჩადეთ 1 ჩ/კ კრემი და მოუკარით კიდეები.
    შეწვით ფრიტიურში, სანამ ყველა მხრიდან არ დაიბრაწება.
    გაგრილებულ ფუნთუშებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
    გემრიელად მიირთვით!
    131 ნახვა
    4-05-2019, 00:14