7
თელავში მეხუთე კლასის მოსწავლეს საკუთარი ბებია ფიზიკურად გაუსწორდა
  • თელავში მეხუთე კლასის მოსწავლეს საკუთარი ბებია ფიზიკურად გაუსწორდა

    თელავის მუნიციპალიტეტში მეხუთე კლასის მოსწავლეს საკუთარი ბებია ფიზიკურად გაუსწორდა. ბიჭი დაზიანებებით თელავის რეფერალურ სავადმყოფოში სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსი ჩაუტარდა.

    სკოლის დირექტორის თქმით, დაშავებულს სახის არეში სხვადასსხვა დაზიანებები და სილურჯე აღენიშნებოდა.

    ცემის ერთ-ერთ მიზეზად კი მოზარდის კომპიუტერთან ჯდომა დასახელდა.

    საქმეში კახეთის სოციალური სამსახურია ჩართული და ბავშვი ამ დროისთვის
    მამიდასთან არის გადაყვანილი.

    არასრულწლოვანის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან და 10 წლის ბიჭი ბებიასთან ამ მიზეზით ცხოვრობდა.

    შსს-ს ინფორმაციით. საქმეზე გამოძიება ცემის მუხლით მიმდინარეობს.
    124 ნახვა