7
პრინც ჰარისა და მეგან მარკლს პირველი შვილი შეეძინათ
  • პრინც ჰარისა და მეგან მარკლს პირველი შვილი შეეძინათ

    პრინც ჰარისა და მეგან მარკლს პირველი შვილი შეეძინათ. სამეფო ოჯახის ახალი წევრი ბიჭია. სასექსის ჰერცოგის განცხადებით, მეგანიც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ.

    სამეფო ოჯახის ახალი წევრი ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრე და დედოფალ ელისაბედისთვის მერვე შვილთაშვილია.

    ბავშვის სქესი თავად წყვილისთვისაც უცნობი იყო, რადგან სქესის წინასწარ დადგენა არ მოისურვეს. პრინცმა ჰარიმ და ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა შარშან 19 მაისს იქორწინეს.
    183 ნახვა