GOGA.TV
TOP სამი ყველაზე მავნე ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • TOP სამი ყველაზე მავნე ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ასე თუ ისე გა­მო­ირ­ჩე­ვა სი­ცელ­ქით ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად. თუმ­ცა და­მე­თან­ხმე­ბით, რომ არ­სე­ბო­ბენ ამ მხრივ იშ­ვი­ა­თი "გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც", რო­მელ­თა დედ-მა­მა­საც მარ­თლაც რომ მე­და­ლი ეკუთ­ვნის მა­მა­ცო­ბი­სა და ამ­ტა­ნო­ბის­თვის. ჩვენ მო­გიყ­ვე­ბით ზუს­ტად იმ ბავ­შვე­ბის შე­სა­ხებ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მავ­ნებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან რათა წი­ნას­წარ იცო­დეთ, რა "სი­ურპრი­ზებს" გიმ­ზა­დებთ პა­ტა­რას სა­ხით დედა ბუ­ნე­ბა.

    ტყუ­პი - თუ კარ­გად და­აკ­ვირ­დე­ბით, მერ­კუ­რი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შანს მარ­თავს, ფე­ხებ­ზე ფრთე­ბით გა­მო­ი­სა­ხე­ბო­და ძველ მი­თო­ლო­გი­ა­ში. ჰოდა, თქვე­ნი პა­ტა­რა ტყუ­პიც შე­საძ­ლოა კი არ და­დი­ო­დეს, დაფ­რი­ნავ­დეს, ამ სი­ტყვის სრუ­ლი და გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი სა­შინ­ლად მო­უს­ვენ­რე­ბი, ცელ­ქე­ბი და მოქ­ნი­ლე­ბი არი­ან. ტყუპს კარ­გად ეხერ­ხე­ბა ხე­ლე­ბი­სა და ფე­ხე­ბის მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა. ამი­ტომ მე­ეჭ­ვე­ბა ყვე­ლა მისი სი­ცელ­ქე და მავ­ნებ­ლო­ბა ერ­თბა­შად აღ­კვე­თოთ. ამ წუ­თას რომ ჩარ­თუ­ლი მიქ­სე­რი­დან გა­მო­ა­ყო­ფი­ნებთ თი­თებს, წა­მის მე­ა­სედ­ში მტვერ­სას­რუტს შე­უშ­ვერს ლო­ყას. ერ­თა­დერთ გა­მო­სავ­ლად მის "და­სა­შოშ­მი­ნებ­ლად" ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გა­სარ­თო­ბი გრჩე­ბათ. წა­უ­კი­თხეთ წიგ­ნე­ბი, ზღა­პა­რი მო­უ­ყე­ვით, მხო­ლოდ ასე და­ა­ო­კებთ ცოტა ხნით მის მო­უს­ვენ­რო­ბას.

    მშვილ­დო­სა­ნი - მისი პრობ­ლე­მა ხი­ფა­თი­ა­ნო­ბაა. პა­ტა­რა მშვილ­დო­სა­ნი, მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს ყვე­ლა­ფერს მიწ­ვდეს, რაც კი თვალ­სა­წი­ერ­ზე ეგუ­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არ ერი­დე­ბა ავე­ჯზე აბო­ბღე­ბას, კა­რა­დის სა­ხუ­რა­ვი­დან სა­წოლ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბას და ა.შ. მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ პა­ტა­რებს ქუდ­ბე­დი­ა­ნო­ბა ახა­სი­ა­თებთ, მო­მა­ტე­ბულ ხი­ფა­თის­მა­ძი­ებ­ლო­ბას­თან ერ­თად. ამი­ტომ შე­საძ­ლოა ზოგ­ჯერ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პრობ­ლე­მე­ბი­და­ნაც კი უვ­ნებ­ლად და­იძ­ვრი­ნოს თქვენ­მა პა­ტა­რამ თავი. მის გა­სარ­თო­ბად სა­სურ­ვე­ლია სახ­ლში ოთხფე­ხი ბი­ნად­რე­ბი იყო­ლი­ოთ, ასე იგი ცოტა ხნით მა­ინც მო­იშ­ლის ავე­ჯზე და კე­დელ-კე­დელ გა­და­ად­გი­ლე­ბას.

    მერ­წყუ­ლი - და­ნარ­ჩე­ნებს შო­რის, ერთი შე­ხედ­ვით ყვე­ლა­ზე "უწყი­ნა­რის" შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ერთი შე­ხედ­ვით. მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო ყვე­ლა­ზე მეტ ვუნ­დერ­კინდ და არას­ტან­დარ­ტუ­ლად მო­აზ­როვ­ნე პა­ტა­რას წარ­მო­შობს. ამი­ტომ თქვე­ნი შვი­ლი გე­ნი­ო­სია თუ აბ­სო­ლუ­ტუ­რი შეშ­ლი­ლი, ეს კი­თხვა მისი მცი­რე ასა­კი­დან­ვე შე­გა­წუ­ხებთ. პა­ტა­რა მერ­წყუ­ლი ან­გე­ლო­ზის სა­ხით "მავ­ნებ­ლობს" ხოლ­მე. მას ძა­ლი­ან უყ­ვარს ტექ­ნი­კის ან სა­თა­მა­შო­ე­ბის კვლე­ვა. რაც იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ შლის და გულ­დას­მით სწავ­ლობს მათ შიგ­თავსს. გარ­და ამი­სა, იგი სი­ა­მოვ­ნე­ბით ერ­თო­ბა აივ­ნი­დან მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი კა­რა­ქი­ა­ნი პუ­რის სრო­ლით, რო­მელ­საც თეფ­შიც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლდეს თან. სა­ი­მი­სოდ, რომ მერ­წყუ­ლის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და­ა­ო­კოთ, შე­უ­ძი­ნეთ მას კონ­სტრუქ­ტო­რე­ბი ან ფაზ­ლე­ბით გა­არ­თეთ. ამ­გვარ პა­ტა­რას მო­მა­ტე­ბუ­ლი გო­ნებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბა გა­აჩ­ნია.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    58 ნახვა
    27-05-2022, 15:11