X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
შემწვარი გუფთები ბოსტნეულის გარნირით
  • შემწვარი გუფთები ბოსტნეულის გარნირით

    ინგრედიენტები
    ხორცის ფარში - 600 გ
    ხახვი - 2 თავი
    ნიორი - 2 კბილი
    მოხარშული ბრინჯი - 0,5 ჭიქა
    კვერცხი - 1 ცალი
    ნიგოზი - 2 ს/კ + საფანელი 0,5 ჭიქა
    სპაგეტი - 300 გ
    ჩერი პომიდორი - 12 ცალი
    მწვანე ხახვი - 1 პატარა კონა
    ხმელი ბაზილიკი
    ზეთი
    მარილი და წიწაკა

    მომზადების წესები
    ხახვი, ნიორი და ბრიჯი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ ფარში, კვერცხი, სანელებლები და მოვზილოთ
    მასა. ნიგოზი და საფანელი ავურიოთ, ამოვავლოთ კაკლის ზომაზე დაყოფილი ფარშის გუნდები და ბლომად ზეთში შევწვათ.
    პამიდვრები ზეთში შევბრაწოთ. სპაგეტი მოვხარშოთ შეფუთვაზე მითითებული წესის მიხედვით, გადავწუროთ,
    ავურიოთ პამიდვრები, მოვაყაროთ მწვანე ხახვი და გუფთებთან ერთად მივირთვათ.
    142 ნახვა
    9-05-2019, 00:12