X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
შეუდარებელი “რიგოლეტო” - გიორგი გაგნიძე
  • შეუდარებელი “რიგოლეტო” - გიორგი გაგნიძე

    ყველა გზა ოპერისკენ მიდის, მაშინ როცა იცი, მსოფლიოს დიდ სცენაზე ქართველი ბარიტონი - გიორგი გაგნიძე, George Gagnidze მღერის. რიგოლეტოში თავად რიგოლეტოს როლს ასრულებს და ყველასგან განსხვავდება თავისი ხმით. არ არსებობს რომ არ აღფრთოვანდე მისით და შენს გვერდით მყოფ საზოგადოებას არ გადასცე შენი დადებითი ემოციები.
    “იცით, ბატონი ჯორჯი, ქართველია, პატარა ქვეყნიდან, საქართველოდან. მე მას პირადად ვიცნობ, ვამაყობ მისით. მეც საქართველოდან ვარ.” ვეუბნები ყველას და ჩვენს ერთად გადაღებულ ფოტოებს ვაჩვენებ. შესვენებაზეც ენა არ გამიჩერებია და ყველასთან მასზე ვისაუბრე, თან ერთმა ჭიქა “პროსეკომაც” თავისი იმოქმედა და გამლექსა.
    ღმერთო ჩემო, დიდებული სანახავია ამხელა ბუმბერაზი ქართველი მსოფლიოს წინაშე.
    აი, ასეთი ქართველებით უნდა ვიმაყოთ ყველამ და ჟურნალისტებმა მათზე ვწეროთ. სად არის ამერიკის ხმა? წესით ძალიან ლამაზ სიუჟეტს უნდა იღებდნენ ბატონ გიორგიზე.
    მე #GogaTV-ის ფორმატი რის საშუალებასაც მაძლევს კი ვაკეთებ და ჩემი სოციალური ქსელების მეშვეობითაც მსოფლიოს გავაგებინებ.
    I’m proud to be a Georgian and George Gagnidze, #Grande #Maestro #Rigoletto is a Georgian too, from country of #Georgia.

    შეუდარებელი “რიგოლეტო” - გიორგი გაგნიძე







    ცისნამი საყვარლიშვილი
    285 ნახვა
    10-05-2019, 22:45