7
სახლში მომზადებული "ბეილისი"! ნამდვილისგან ვერ გაარჩევთ...
  • სახლში მომზადებული "ბეილისი"! ნამდვილისგან ვერ გაარჩევთ...

    ეს ლიქიორი ყველას უყვარს, განსაკუთრებით კი ქალებს. თუმცა, ხშირად მისი ყიდვის სიამოვნება არ გვაქვს, რადგან ეს სასმელი-დელიკატესი საკმაოდ ძვირი ღირს. ამიტომაც გთავაზობთ მისი მომზადების საუკეთესო რეცეპტს. გვერწმუნეთ, ნამდვილი ბეილისისგან ვერ გაარჩევთ.
    ინგრედიენტები
    არაყი - 180 მლ
    შესქელებული რძე - 400 გ
    შოკოლადის რძე - 2 შეკვრა (იყიდება მარკეტებში)
    ხსნადი ყავა - 2 ჩ/კ

    მომზადების წესი:
    ბლენდერის ან მიქსერის მეშვეობით ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი და სასმელი მზად არის! თუ გსურთ უფრო გაასქელოთ სასმელი, შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტაოდენი სახამებელი. გემოთიც და შესახედაობითაც ნაყიდისგან ვერ გაარჩევთ!
    80 ნახვა
    11-05-2019, 00:30