7
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში, კვლავ ნალექს პროგნოზირებენ
  • სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში, კვლავ ნალექს პროგნოზირებენ

    უამინდობა გრძელდება - სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს რაიონში, უფრო მეტად კი აღმოსავლეთ საქართველოში, კვლავ ნალექს პროგნოზირებენ. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

    სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. არის წყალმოვარდნებისა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურების საშიშროება.

    საქართველოს მასშტაბით დროებით ხვალიდან გამოიდარებს.

    „საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთ საქართველოში ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოზე შედარებით გრილი ჰაერის მასები მოქმედებენ, აქ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ვერ მოიმატებს და კვლავ შენარჩუნდება 18-დან 23 გრადუსამდე სითბო. 14 მაისს, მთლიანად საქართველოში გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შედარებით უნალექო ამინდი მოსალოდნელია 18 მაისის ჩათვლით,“-განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.
    62 ნახვა
    13-05-2019, 00:43