X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ყველა სწრაფი მარწყვის ტორტი
  • ყველა სწრაფი მარწყვის ტორტი

    თქვენს წინაშეა შესანიშნავი დესერტი, რომლის მოსამზადებლადაც 30 წუთზე ნაკლები დაგჭირდებათ. ამ რეცეპტით მოულოდნელი სტუმრები აღარ შეგაშინებთ.
    ინგრედიენტები
    მარწყვი - 500 გ
    ცხიმიანი ნაღები - 200 მლ
    არაჟანი ან კრემ-ყველი - 250 გ
    შაქრის პუდრა - 3-4 ს/კ
    ლიმონის წვენი - 1 ს/კ
    ვანილის ექსტრაქტი - 1/2 ჩ/კ
    მარწყვის ჯემი - 3 ს/კ
    ბისკვიტისთვის:
    ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - 250 გ
    კარაქი - 150 გ

    მომზადების წესები
    ბისკვიტისთვის გაადნეთ კარაქი. დაფხვენით „პეჩენია“ სამზარეულოს კომბაინში წმინდად, დაუმატეთ კარაქი და აურიეთ. გადაიტაანეთ 22 სმ დიამეტრის ფორმაში და კარგად ჩატკეპნეთ ჩიქის მეშვეობით. გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოათავსეთ საყინულეში 15 წუთით.
    მიქსერით ათქვიფეთ კრემ-ყველი შაქრის პუდრასთან, ვანილის ექსტრაქტთან და ლიმონის წვენთან ერთად.
    მეორე ჯამში ათქვიფეთ ნაღები ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ფაქიზად შეურიეთ ნაღები კრემ-ყველის მასას ხის ნიჩბით.
    დაჭერით მარწყვი 4-ად. შეათბეთ ჯემი და შეურიეთ ჯემს დაჭრილი მარწყვის ნაწილი. ცოტაოდენი კენკრა შეინახეთ მოსართავად.
    გამოიღეთ ბისკვიტი საყინულედან, მოხსენით ცელოფანი და გაანაწილეთ ზემოდან ნაღების კრემი. შემდეგ გაანაწილეთ მარწყვის ჯემი. ზემოდან მორთეთ ცოცხალი კენკრით.
    მიირთვით მაშინვე, ან შეინახეთ მაცივარში 2-3 საათით.

    გემრიელად მიირთვით!
    209 ნახვა
    15-05-2019, 00:35