X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
მთვარის ჰოროსკოპი: 16 მაისი
  • მთვარის ჰოროსკოპი: 16 მაისი

    ხუთშაბათი, მთვარე გადის მორიელის ზოდიაქოს
    ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ.
    მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
    უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ.
    კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად.
    კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში.
    მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას.
    მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვალას.
    ცუდი დღეა ქორწინებისთვის, მაგრამ კარგია ინტიმური ურთიერთობისთვის.
    ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგად ითვისებს ყოველივე ახალს. შეიძლება ითქვას, უნიკალური შესაძლებლობებითაა დაჯილდოებული. თუ ყველა ცხოვრებისეულ დაბრკოლებას გაუძლო, ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლებს.
    ცოტა ალკოჰოლი ნებადართულია, მაგრამ კუჭს ნუ გადატვირთავთ.
    კარგი დღეა თმის შესაჭრელად, ვარცხნილობის შესაცვლელად.
    ამ დღის ქვაა კეთილშობილი ოპალი.

    მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:08
    მთვარე მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს 23:25

    სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე მორიელში
    მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
    დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
    ამ დღეს რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
    მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი.
    მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
    მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    133 ნახვა
    16-05-2019, 00:05