X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ფუმფულა ფანქეიქი ბანანითა და თხილით
  • ფუმფულა ფანქეიქი ბანანითა და თხილით

    ინგრედიენტები
    ფქვილი - 220 გ
    შაქარი - 30 გ
    გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
    რძე - 240 მლ
    კვერცხი 2 ცალი
    კარაქი - 60 გ
    ვანილი
    ბანანი - დაჭრილი
    თხილი ან ნიგოზი
    კარამელის სოუსი - ან თაფლი

    მომზადების წესები
    მშრალი ინგრედიენტები (ფქვილი, შაქარი და გამაფხვიერებელი) ჯამში ავურიოთ. ცალკე
    ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები, გამდნარი კარაქი და ვთქვიფოთ
    ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი გახურებულ, უცხიმო ტაფაზე კოვზით მოვათავსოთ და საშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე გამოვაცხოთ ორივე მხრიდან.
    მზა დესერტი მივირთვათ ბანანით, თხილითა და კარამელის სოუსით. ასევე უხდება თაფლი.
    ვისაც კალორიები არ აშინებს, შეუძლია დაუმატოს კარაქი.
    112 ნახვა
    18-05-2019, 00:43