X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
მხოლოდ სამი ნაბიჯი და საოცრად გემრიელი და სასარგებლო დესერტი მზად არის!
  • მხოლოდ სამი ნაბიჯი და საოცრად გემრიელი და სასარგებლო დესერტი მზად არის!

    ინგრედიენტები
    ხაჭო - 300 გ
    იოგურტი - 100 მლ
    კაკაო - 1,5 ს/კ
    შაქარი - 3 ს/კ
    ჟელატინი - 10 გ
    წყალი - 1/4 ჭიქა

    მომზადების წესი:
    ხაჭოს დაუმატეთ იოგურტი, შაქარი და კაკაო, კარგად ათქვიფეთ ბლენდერით.
    ჟელატინი დაალბეთ თბილ წყალში 25 წუთით, შემდეგ წყლის აბაზანაზე დადგით და მიიყვანეთ ადუღებამდე. თან ურიეთ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გალღვება.
    გააგრძელეთ ხაჭოს მასის თქვეფა და ასე დაამატეთ ჟელატინი. გაანაწილეთ დესერტი კერემიკულ ჭურჭელში და შედგით მაცივარში 2-3 საათი.
    გემრიელად მიირთვით!
    193 ნახვა
    21-05-2019, 01:41