X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
როგორ ესმით რომანტიკა ზოდიაქოს ნიშნებს?
  • როგორ ესმით რომანტიკა ზოდიაქოს ნიშნებს?

    სამყარო რომ ზედმეტად პრაქტიკული და მატერიალისტური გახდა, ალბათ, ბევრ თქვენგანს შეუმჩნევია. ზოგჯერ ყველაზე არარომანტიკულ ადამიანებსაც კი სჭირდებათ სილამაზისა და ესთეტიკის საყვარელი ადამიანისთვის გაზიარება. გაინტერესებთ, როგორ ესმით ზოდიაქოს ნიშნებს სიტყვა „რომანტიკა“?
    ვერძი
    მოტოციკლეტზე შემოხტა, უკან პარტნიორი შემოისვა და გაზს ჩაადგა... ტრასაზე ბოლო სიჩქარით მიდიოდა,
    მის ირგვლივ სრაფად იცვლებოდა ჯერ ქუჩების, შემდეგ კი ბუნების ხედები. მან იცოდა, რომ თაისუფალი იყო...
    და ამ თავისუფლებას საყვარელ ადამიანს უზიარება; - აი ეს არის ვერძისეული რომანტიკა.


    Astrologia



    კურო
    გემრიელი და ლამაზი კერძებით გაწყობილ მაგიდას შემოუსხდნენ, არც სანთლების ანთება და სუფრაზე ყვავილების დაწყობა დავიწყებიათ... წითელი ღვინო ჩამოასხეს და სიყვარულის სადღეგრძელო შესვეს. - ეს არის კუროსეული რომანტიკა.


    Astrologia


    ტყუპი
    კლუბიდან კლუბში გადადიოდნენ, გონების დაკარგვამდე სვამდნენ და ცეკვავდნენ. ტკბებოდნენ მუსიკით და ერთმანეთით. ირგვლივ  ვერავის ამჩნევდნენ. ცდილობდნენ ხშირად შეხებოდნენ ერთმანეთს...- ეს არის ტყუპისეული რომანტიკა.


    Astrologia



    კირჩხიბი
    ისინი ზღვას სირბილით მიუახლოვდნენ... შევარდნენ და დიდხანს ბანაობდნენ ერთად. თამაშობდნენ, იცინოდნენ, ერთმანეთს





    აწვალებდნენ... დაქანცულები ამობრუნდნენ პლიაჟზე... ცხელ ქვიშაში ჩაწვნენ და მზეს მიეფიცხნენ. ერთმანეთს ხელს არ უშვებდნენ და ერთად გატარებულ ბენდიერ მომენტებს იხსენებდნენ. ნელ-ნელა მე ჩაესვენა და მათი ყურადღება ნაირფერმა დაისმა მიიიქცია. გაჩუმდნენ და ერთმანეთს მიეხუტნენ, - ასეთია კირჩხიბისეული რომანტიკა.




    ლომი
    ზუსტად ის უყიდა, რაზეც ოცნებობდა და ძალიან გაახარა. ქუჩაში მისეირნობდნენ, როცა ქარი ამოვარდა. მამაკაცმა პიჯაკი გაიხადა და მას მოახვია... - აი ასეთია ლომისეული რომანტიკა.


    Astrologia



    ქალწული
    მათ ერთად იპოვეს სახლი "იდეაური ოჯახისთვის," ბევრი ეძებეს შესაფერისი ავეჯი და ტექნიკა, დაათვალიერეს შპალერი და ფარდები. გადაანაწილეს საერთო ბიუჯეტი. დაგეგმეს შვილების რაოდენობა და შეარჩიეს სახელები. შემდეგ კი დაღლილები ჩაესვენნენ საწოლში და ჩახუტებულებმა დაიძინეს... - ასეთია ქალწულის რომანტიკა.


    Astrologia


    სასწორი
    მოულოდნელად წვიმა წამოვიდა! მან ხელი მოხვია და გამოიცეკვა... ცეკვავდნენ წვიმაში და სველდებოდნენ. 
    ბოლოს, ერთმანეთისკენ საკოცნელად გადაიწიეს და სამყარო გაჩერდა, - ასეთია სასწორისეული რომანტიკა. 


    Astrologia

     


    მორიელი
    ისინი ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს, ცეცხლი ედებოდათ სხეულზე... იცოდნენ, რომ ერთმანეთს უნდა დაპატრონებოდნენ. სიყვარულით სექსი - სწორედ ეს არის მორიელისეული რომანტიკა.

     


    Astrologia


     


    მშვილდოსანი
    ცხენებს შემოახტნენ და მდელოზე გაიჭრნენ. დიდხანს იჯირითეს მთაში. ტყეში ჩამოქვეითდნენ, ცხენები დაასვენეს,
    და ფეხით ხეტიალი განაგრძეს. მიტოვებულ ქოხს მიაგნეს და გადაწყვიტეს, ცოტა ხნით იქ ეცხოვრათ. თავიანთი 
    ხელით შეაკეთეს, შეშა მოაგროვეს და ცეცხლი დაანთეს. სანამ მოსაღამდებოდა, ნადირობა და თევზაობაც მოასწრეს. - ასეთია მშვილდოსანის რომანტიკა. 


    Astrologia



    თხის რქა
    მაშინ, როცა დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მის გვერდში აღმოჩნდა და თავი დაცულად აგრძნობინა, - ასეთია თხის რქის რომანტიკა.


    Astrologia


    მერწყული
    ვარსკვლავების საყურებლად წაიყვანა და დაჰპირდა, რომ ერთ დღეს მასთან ერთად კოსმოსში გაფრინდებოდა, - ასეთია მერწყულისეული რომანტიკა.


    Astrologia


    თევზები
    ღამით ქალაქში დაბორიალებდნენ და კედლებს ხატავდნენ, იმის მიუხედავად, რომ კანონით ეკრძალებოდათ...
    გამთენიისას კორპუსის სახურავზე ავიდნენ, შოკოლადების პარკით ხელში. სიგარეტი გააბოლეს და მზის ამოსვლას მიაშტერდნენ, - ასეთია თევზისეული რომანტიკა. 


    Astrologia


    წყარო: astrologi.ambebi.ge
    196 ნახვა
    21-05-2019, 01:49