X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც საკუთარ ბედისწერას მართავენ
  • ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც საკუთარ ბედისწერას მართავენ

    დღესდღეობით, ჩვენს ისედაც აჩქარებულ და კომპიუტერიზებულ საუკუნეში ადამიანური ურთიერთობები რომ სოციალურმა ქსელებმა ჩაანაცვლა ძალზე დიდი დეფიციტია რეალური კომუნიკაციის. ადამიანი კი ისეა მოწყობილი, რომ პერიოდულად აუცილებლად სჭირდება მოტივაცია, რომელსაც გარშემო მყოფებისგან იღებს. თუმცა, მთავარი მოტივატორი საკუთარი თავისთვის მაინც ჩვენ ვართ და რეალურად წარმატებული ადამიანები მსოფლიოში, დიახაც რომ საკუთარ თავთან სწორი "დიალოგის" მეშვეობით გახდნენ წარმატებულები. ასტროლოგიურად არსებობს თორმეტი ზოდიაქოს ნიშანი და მზე, რომელიც ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანში დაახლოებით ერთ თვეს ჩერდება, კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში განაპირობებს ამ უკანასკნელის ნებელობას და სულის სიძლიერეს. ამიტომაც არის, რომ ადამიანებს ე.წ. "ძლიერი მზით" გაცილებით უფრო პრინციპული ხასიათი აქვთ ხოლმე. ძლიერი მზე ნიშნავს მზის ნიშნის კარგ მდებარეობას ზოდიაქოს ნიშანში. ხოლო ვინ არის ის ხალხი ვინც ამგვარი მდებარეობით იბადება ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე ქვემოთ იხილავთ ჩამონათვალში.

    ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს და მზე, რომელიც ზუსტად ვერძის ნიშანშია ეგზალტაციაში, ვერძის ნიშნით დაბადებულებს ანიჭებს ბრძოლისუნარიანობას, ოპტიმიზმს, გამძლეობას, ენთუზიაზმს და სიამაყეს. ვერძის ნიშნით დაბადებულებს მთელი ცხოვრების მანძილზე უწევთ გამოწვევებთან





    გამკლავება და გარშემო მყოფებისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცება. რასაც ისინი დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით აკეთებენ.
    Astrologia
    ლომი
    - მზე ლომის მმართველი პლანეტა ამ ადამიანებს ანიჭებს გასაოცარ ოპტიმიზმს, საკუთარი თავის ჯანსაღ სიყვარულსა და გარშემო მყოფებისთვის დახმარების საოცარ უნარს. ლომი ბუნებით მებრძოლია, თუმცა, მას შეუძლია ასევე თავგამოდებით დაიცვას სხვათა ინტერესებიც. იგი აღმერთებს სუსტების მფარველობას და ყოველთვის მზადაა გაჭირვებაში ჩავარდნილთ დიდსულოვნად გაუწოდოს დახმარების ხელი. საკუთარი მეფური ხასიათით ეს ადამიანი ყოველთვის იწვევს გარშემო მყოფებში აღტაცებას და უდიდეს პატივისცემას.

    Astrologia
    მორიელი - პლანეტა მარსი და პლანეტა პლუტონი, ნგრევისა და ტრანსფორმაციის ორი პლანეტა მორიელის ხასიათში ისეთ თვისებებს წარმოშობს როგორიცაა შინაგანი ტრანსფორმაციის გასაოცარი გამძლეობა. მორიელი უდიდესი ნებისყოფით გამორჩეული ნიშანია, რის ხარჯზეც ეს ხალხი ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი ახერხებს თავის დაძვრენას და გამარჯვებულის სტატუსის მოპოვებას. გარდა ამისა, მორიელს აქვს საოცარი მოთმინებაც, რის გამოც მას შეუძლია წლების მანძილზე ელოდოს მომენტს და მოიპოვოს გამარჯვება.

    Astrologia
    მშვილდოსანი - პლანეტა იუპიტერი, იღბლისა და სიხარულის პლანეტა, რომელიც მშვილდოსნის ზოდიაქოს მართავს ამ ადამიანებს ჩუქნის ქარიზმას, მომხიბვლელობას, იღბალსა და საყოველთაო სიმპათიის მოპოვების უნარს. მშვილდოსანი გულმართალი, ბავშვივით მეამიტი და კეთილია. იგი მუდმივად მზადაა ცხოვრებას ოპტიმისტურად უყუროს, აღმოაჩინოს ახალ-ახალი სიხარულები და რაც მთავარია, საკუთარი გამოცდილება სხვებსაც ენთუზიაზმით გაუზიაროს.

    Astrologia


    წყარო; astrologi.ambebi.ge
    213 ნახვა
    22-05-2019, 00:21